ღირებულებები და პრინციპები

მიზანი

 ჩვენი მიზანია მომხმარებლისთვის ღირებული მომსახურების უზრუნველყოფა მომარაგების ჯაჭვის ყველა ეტაპზე, რათა „დიპლომატი“ იყოს მათი პირველი და უალტერნატივო არჩევანი.

ჩვენი პრინციპები

როგორც გაყიდვებისა და დისტრიბუციის დარგში წამყვანი კომპანია, ჩვენს საქმიანობას საერთო მიზნები და ღირებულებები განსაზღვრავს, სწორედ ამიტომ, ყოველდღიურ პროცესებში ვხელმძღვანელობთ შემდეგი პრინციპებით:
  • ვაფასებთ განსხვავებულობას;
  • ყურადღებით ვისმენთ სხვების აზრს და ვცდილობთ გავიგოთ მათი პოზიცია;
  • ვიძლევით გულწრფელ უკუკავშირს;
  • თითოეული დავალების შესრულებისას ვთანამშრომლობთ ყველა ჩართულ მხარესთან.
ადამიანების დაფასება და პატივისცემა
  • გვჯერა, რომ თანამშრომლების განვითარების წახალისება კომპანიის ზრდის საწინდარია;
  • ჩვენს სფეროში ვასრულებთ ლიდერის როლს, ამიტომ გვაქვს მიზანდასახულობის ძლიერი განცდა;
  • ვაღიარებთ პროფესიონალიზმისა და პირადი პასუხისმგებლობის მნიშვნელოვნებას.
კომპანიისა და თითოეული თანამშრომლის წარმატება ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია
  • გვჯერა, რომ კლიენტის წარმატება ჩვენი მიზანია;
  • კლიენტებთან ვამყარებთ ნაყოფიერ სამუშაო ურთიერთობებს, რაც მათი წარმატების წინაპირობაა;
  • კლიენტის საჭიროებებს სიღრმისეულად შევისწავლით;
  • კლიენტებს ვთავაზობთ საუკეთესო კონკურენტუნარიან სერვისს.
კლიენტი ჩვენი ორიენტირია
  • ვმუშაობთ, რომ კომპანიამ მიზანს მაქსიმალურად მიაღწიოს;
  • ფოკუსირებას ვაკეთებთ მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც განსაზღვრავს კომპანიის ღირებულებასა და მნიშვნელობას;
  • როცა შესაძლებელია, ვაუმჯობესებთ, ვამარტივებთ და შეუფერხებელს ვხდით ჩვენს სამუშაო პროცესს.
მუდმივად ვართ კონცენტრირებული დასახული მიზნები ეფექტურ შესრულებასა და განვითარების სტრატეგიაზე.
  • ვპოულობთ შემოქმედებით და ინოვაციურ გზებს, რითაც კლიენტების სამომავლო მოთხოვნებს დღესვე ვპასუხობთ;.
  • გამარჯვების მიზნით მუდმივად ვაკვირდებით და ვცვლით მუშაობის სტილს.
მომხმარებელს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ საუკეთესო გადაწყვეტილებებს
  • მიზანმიმართულად მივისწრაფვით სამუშაო გეგმებისა და ბიზნეს-ინიციატივების განხორციელების პროცესის სრულყოფისაკენ;
  • ვცდილობთ, გამოვიყენოთ ჩვენი წარმატება და ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე;
  • ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენს სფეროში ექსპერტის სტატუსი შევინარჩუნოთ.
ჩვენი მიზანია დარგში პირველობის შენარჩუნება და მუდმივი განვითარება
  • ყველა ჩვენი ქვედანაყოფის, ჯგუფისა თუ სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მომუშავე თანამშრომლებს აერთიანებთ თავდაჯერებულობა და ნდობა;
  • ერთმანეთის წარმატებას ხელს ვუწყობთ იარაღების და უნარების გაცვლის გზით;
  • გვიხარია ერთმანეთის წარმატება.
კომპანიაში ურთიერთპატივისცემისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შენარჩუნება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია.
  • გვჯერა, რომ სწორი საქმის პატიოსნად კეთება კომპანიის გრძელვადიანი წარმატების საწინდარია;
  • ყოველთვის ვირჩევთ, ვიმუშაოთ სწორი გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, თუ რა ძალისხმევას მოითხოვს ეს;.
  • გვჯერა, რომ ხალხი უკეთესად მუშაობს მაშინ, როდესაც მათ აქვთ კომპანიის ნდობა.
ვამაყობთ ჩვენი საქმიანობით, რომელიც გამჭვირვალობისა და მაღალი ეთიკის პრინციპებს ეფუძნება