ჩვენი ხელმძღვანელები
საკვანძო სფეროებში მიღწეული წარმატება ჩვენი ექსპერტი ხელმძღვანელების დამსახურებაა

გიგას აქვს FMCG სექტორში გაყიდვებისა და დისტრიბუციის მიმართულებით 20 წელზე მეტი გამოცდილება EMEA-სა და დსთ-ის (CIS) ბაზრებზე. სხვადასხვა პერიოდში ეკავა მაღალი მენეჯერული პოზიციები Diplomat Distributors-ში, სამხრეთ აფრიკასა და საქართველოში, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტისა და გაყიდვების ხელმძღვანელის თანამდებობები. გიგა ხელმძღვანელობდა კომერციული ტრანსფორმაციის პროექტებს და საკონსულტაციო ინიციატივებს საერთაშორისო FMCG ბრენდებისთვის. 2025 წელს გიგა დაუბრუნდა Diplomat Georgia-ს გენერალური დირექტორის პოზიციაზე, სადაც კომპანიის ზრდისა და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპს ხელმძღვანელობს.

გიორგი Diplomat Georgia-ს გუნდს 2008 წელს შემოუერთდა. კომპანიის ფინანსების, ლოჯისტიკისა და ბიზნეს დაგეგმვის მიმართულებებში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის შემდეგ, 2026 წელს დაინიშნა ფინანსების, პროცესებისა და ტექნოლოგიების ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე. იგი ხელმძღვანელობს კომპანიის ფინანსურ, ტექნოლოგიურ და პროცესების სრულყოფის ფუნქციებს, უზრუნველყოფს ოპერაციული ეფექტიანობის ზრდასა და ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელებას. გიორგი ფლობს Grenoble Ecole de Management-ის MBA ხარისხს.

მერაბი Diplomat Georgia-ს 2015 წელს ოპერაციული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე შემოუერთდა. 2016 წელს დაინიშნა ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელად, სადაც ხელმძღვანელობს კომპანიის სტრატეგიული ზრდისა და კომერციული განვითარების მიმართულებებს. Diplomat Georgia-მდე ეკავა სხვადასხვა მენეჯერული პოზიცია საბანკო სექტორში, ოპერაციებისა და ბიზნეს განვითარების მიმართულებით. ფლობს Grenoble Ecole de Management-ის MBA ხარისხს.

ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
+995-322919293
info_dgl@diplomat.ge
თამუნა Diplomat Georgia-ს 2023 წელს ადამიანური რესურსების ხელმძღვანელის პოზიციაზე შემოუერთდა. მას აქვს ტალანტების მართვის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის საბანკო, საჯარო და სასტუმრო სექტორებში. ფლობს მანჩესტერის უნივერსიტეტის (University of Manchester) ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრის (MSc) ხარისხს. თამუნა ხელმძღვანელობს კომპანიის ადამიანური კაპიტალის სტრატეგიასა და ორგანიზაციული განვითარების ინიციატივებს.

როი Diplomat Georgia-ს 2025 წელს მეორედ შემოუერთდა კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. კომპანიაში პირველი საქმიანობის პერიოდში მან შექმნა მაღალეფექტიანი Trade Marketing-ის გუნდი. ამჟამინდელ პოზიციამდე როი Diplomat Israel-ში ხელმძღვანელობდა P&G-ის ბრენდების Trade Marketing-ის გუნდს, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომერციული ეფექტიანობის ზრდაში, ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებასა და ფუნქციებს შორის თანამშრომლობის პროცესების გაუმჯობესებაში.

ნატა Diplomat Georgia-ს 2020 წელს მარკეტინგის გუნდის ლიდერის პოზიციაზე შემოუერთდა, მოგვიანებით კი მარკეტინგის ხელმძღვანელად დაწინაურდა. მას აქვს ბრენდების მართვისა და მარკეტინგის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც მიღებული აქვს როგორც წამყვან ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებში, სასმელებისა და საცალო სექტორებში. დღეს იგი ხელმძღვანელობს კომპანიის მარკეტინგულ სტრატეგიასა და პროდუქტის პორტფელის განვითარებას.

ზვიადი Diplomat Georgia-ს 2018 წელს შემოუერთდა და წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა ლოჯისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის მიმართულებით. 2019 წელს დაინიშნა სასაწყობე ოპერაციების ხელმძღვანელად, 2023 წელს — დისტრიბუციისა და სერვისის ხელმძღვანელად, ხოლო 2025 წლიდან კომპანიის ლოჯისტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობს. Diplomat Georgia-ში მუშაობის განმავლობაში წარმატებით განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი ოპერაციული გაუმჯობესება სასაწყობე, სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური პროცესების მიმართულებით.
ჩვენი გლობალური ხელმძღვანელების გუნდები
„დოპლომატი“ გლობალური კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მმართველობის ერთი საერთო კულტურა აქვს. გაიცანით გუნდები, რომლებიც ხელმძვანელობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ჩვენს ბიზნესქვედანაყოფებს.