შერჩევის პროცესი და კარიერა

ჩვენი შერჩევის პროცესი
„დიპლომატში“უზრუნველვყოფთ სამართლიან, გამჭვირვალე და სტანდარტიზებულ შერჩევის პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო, ნიჭიერი კანდიდატების მოზიდვას.

სწორი ადამიანების დასაქმებისთვის, ჩვენი სამსახურში აყვანის პროცესი გამჭირვალეა, ხოლო კრიტერიუმები გასაგები. ჩვენი სტანდარტიზებული პროცესი, ჩვენს ბიზნეს ერთეულებში დაკომპლექტების მუდმივად მაღალ მაჩვენებელს უზრუნველყოფს, ამარტივებს გადაწყვეტილების მიღებას და გამორიცხავს ნებისმიერი კანდიდატის მიმართ უპირატეს მოპყრობას. ჩვენ ვაფასებთ, თუ რამდენად კარგად მოერგება კანდიდატი კომპანიის ძირეულ ღირებულებებს. ვრწმუნდებით შესაბამის უნარებში, გამოცდილებასა და განათლებაში, რომელიც საჭიროა გამოცხადებული პოზიციისთვის.

ჩვენი დაქირავების პროცესი შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

  1. შეფასებები – შექმნილია კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობების შესამოწმებლად.
  2. ქცევაზე დაფუძნებული გასაუბრებები – გასაუბრება ტარდება დიპლომატის თანამშრომლების მიერ.  შერჩევის თანამშრომლები გადიან ინტენსიურ ტრენინგებს ჩვენი უნიკალური შერჩევის მეთოდოლოგიის შესასწავლად. ეს საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ ერთმანეთს სიღრმისეულად, ობიექტური შეფასების პროცესის ფარგლებში.
  3. დამატებითი შეფასებები – ეს დამოკიდებულია გამოცხადებული პოზიციის სპეციფიკაზე. შეიძლება მოიცავდეს მეტ გასაუბრებას, სპეციფიკურ ტესტებს (მაგ. მართვის მოწმობა მძღოლებისთვის, ინგლისურენოვანი ტესტი და ა.შ), უსაფრთხოების შემოწმებებს, პოლიგრაფს და სხვა. შესაძლოა, მენეჯერებს შეფასების გავლა დამოუკიდებელი შეფასების ცენტრებთან მოუწიოთ.
შემოგვიერთდით და აიწყვეთ კარიერა ჩვენთან ერთად!
რა როლი შეიძლება შეასრულოთ ჩვენთან?
გაყიდვები

გახდით წინა ხაზზე მყოფი ჯგუფის წევრი და აღასრულეთ ჩვენი სტრატეგიები კლიენტებთან ერთად. ძლიერი სარეალიზაციო შესაძლებლობების გამოყენებით განსაკუთრებით გაამახვილეთ ყურადღება ღირებულების შექმნასა და ყველასათვის მომგებიანი გადაწყვეტილებების ინტეგრირებაზე. ისწავლეთ, როგორ მოარგოთ ბაზარზე გასვლის სტრატეგია თითოეულ კლიენტს, როგორ უხელმძღვანელოთ ერთობლივი ბიზნესდაგეგმვის პროცესს და წარმართოთ მაღაზიის შიდა საქმიანობა ისე, რომ იყოს მომგებიანი, ხელმისაწვდომი და ეფექტური.

ლოჯისტიკა

უზრუნველყავით უნაკლოდ მიმდინარე საქმიანობა, რაც ჩვენი კლიენტებისათვის შექმნის დამატებით ღირებულებას. გამოიყენეთ საქონლის ეფექტური და ინოვაციური გზებით მიწოდების მექანიზმები. იყავით იმის გარანტი, რომ სწორი პროდუქცია დროულად და დაუზიანებლად მიიტანონ სწორ ადგილას,  ფინანსურად ყველაზე მომგებიანი გზის გამოყენებით. ლოჯისტიკის დეპარტამენტი ჩვენს კლიენტებს ხარჯის კუთხით სთავაზობს ყველაზე მომგებიან და, ამავე დროს, უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.

მომარაგების ჯაჭვი

მართეთ საქონლის საერთაშორისო და კომპლექსური ტრანსპორტირებისა და უზრუნველყოფის პროცესი. უზრუნველყავით ყველა პროდუქტის დამოწმება როგორც შესაბამისი ლიცენზიით, ასევე რეგულაციების შესაბამისად. წარმართეთ მოთხოვნის დაგეგმვის პროცესი ისე, რომ კლიენტების მოთხოვნების დაკმაყოფილების პარალელურად შეინარჩუნოთ მარაგების ხელსაყრელი და მართვადი რაოდენობა.

 დამატებითი ღირებულების მომსახურება (VAS)

დამატებითი ღირებულების მომსახურება ჩვენი შესაძლებლობების და საქმიანობის  საკვანძო კომპონენტია. ისარგებლეთ ჩვენი ავტომატიზებული პროცედურებით და მოწინავე ტექნოლოგიებით, გაუწიეთ კლიენტებს დამატებითი ღირებულების მომსახურება (იარლიყები, ეტიკეტები და შეფუთვა), რათა მათ საკუთარ მოთხოვნებზე მორგებული გადაწყვეტილებები შესთავაზოთ.

კატეგორიის მენეჯმენტი

კატეგორიის მენეჯმენტი კლიენტების საკითხების მართვის განყოფილების საკვანძო ელემენტია. იგი მოიცავს კვლევის,  ბიზნესის ანალიზისა და ბრენდის სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესებს. ითანამშრომლეთ ჩვენს საერთაშორისო მომწოდებლებთან,  მოარგეთ გლობალური ბრენდების სტრატეგიები ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებსა და კლიენტთა საჭიროებებს. უზრუნველყავით ის, რომ ყველა სარეალიზაციო, მარკეტინგული აქტივობა ითვალისწინებდეს და ხელს უწყობდეს ბრენდის ფასეულობის და ბაზარზე ამ ბრენდის წილის ზრდას.

ბიზნესის განვითარება

მოახდინეთ ახალი ბიზნეს-შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შეუწყვეთ ხელი კომპანიის ზრდას, რათა მან მოიცვას მეტი კატეგორია, ხაზი და ტერიტორია.

ფინანსები

უხელმძღვანელეთ ჩვენი ორგანიზაციის ფინანსური დაგეგმვის პროცესს, გააკეთეთ ფინანსური ანალიზი, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილებების მიღებას. გამოთვალეთ ინვესტიციის ამონაგები (ROI), განსაზღვრეთ სარეკლამო საქმიანობის/პრომოუშენის ეფექტური ფასი და განახორციელეთ ბიუჯეტის მონიტორინგი.

ადამიანური რესურსები

გახდით ადამიანური რესურსების მართვის ლიდერი გუნდის წევრი და მონაწილეობა მიიღეთ „დიპლომატის“ ხედვის რეალურად განხორციელების პროცესში ჩვენს მენეჯერებთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად. შეარჩიეთ, განავითარეთ და შეინარჩუნეთ ნიჭიერი კადრები და დაეხმარეთ მათ, რათა შეძლონ თავიანთი უნარების მაქსიმალურად გამოვლენა მუშაობის მაღალი სტანდარტების პირობებში.

ინფორმაციული ტექნოლოგიები

შექმენით კომპანიის ტექნოლოგიური გარემო და ხელი შეუწყვეთ ბიზნესის საქმიანობას ბიზნესინტელექტის, ინოვაციური საშუალებებისა  და ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენებით. დაეხმარეთ ბიზნესლიდერებს ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტურად ოპტიმიზაციასა და გაუმჯობესებაში, პროდუქტიულობის გაზრდასა და ხარჯების შემცირებაში, რათა საქმის კეთება გაამარტივოთ.

როგორ მიმდინარეობს შერჩევის პროცესი
როგორ შეადგინოთ რეზიუმე CV
როგორ შეადგინოთ რეზიუმე CV
როგორ მოვემზადოთ ინტერვიუსთვის
როგორ მოვემზადოთ ინტერვიუსთვის
ჩვენი თანამშრომლების შეფასება