სტრატეგია

ღირებულებას ვქმნით თითოეული ბიზნესპარტნიორისთვის

„დიპლომატში“ ჩვენი მიზანია, შევქმნათ ღირებულება თითოეული კლიენტისთვის მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე და გავხდეთ მათი სასურველი პარტნიორი.

გვჯერა, რომ ჩვენი წარმატების საფუძველი ადამიანები და საერთო ღირებულებებია.

„ეჯაილ“ მიდგომა კი გვაძლევს შესაძლებლობას, მონაცემებზე დაფუძნებული, სწრაფი და პროაქტიული გადაწყვეტილებები მივიღოთ.

ამ პრინციპებზე დგას ჩვენი საქმიანობის სამი მთავარი მიმართულება: კლიენტზე ორიენტირებულობა, ბიზნესის ზრდა და საოპერაციო სრულყოფილება

Our Group strategy is adapted to meet local requirements in every market in which we operate. Moreover, the strategy is cascaded to every one of our employees to ensure optimal execution. We focus on an effective execution of the strategic plan to close business gaps and to take advantage of business opportunities. We regularly review and revise our strategic plan to ensure we are achieving the best possible results. To support this optimization, our global business functions work in full cooperation with our business units worldwide.

By continuously managing our strategic performance, we enable business development in all of our business units based on a comprehensive understanding our customers’ needs, and by consistently creating value for them.

ჩვენი წარმატების ძირითადი პრინციპები

კლიენტზე ორიენტირებული კულტურა

კლიენტების საჭიროებების მიხედვით ინდივიდუალური გადაწყვეტების შემუშავება

ბიზნესის ზრდა

შემოსავლის წყაროების ზრდა და დივერსიფიცირება მეტი სარგებლის მოსაზიდად

საოპერაციო ეფექტურობა

მომსახურების ხარჯების შემცირება მაღალი ხარისხის შენარჩუნებასთან ერთად

კლიენტზე ორიენტირება

იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლების სასურველი არჩევანი ვიყოთ, პირველ რიგში, სიღრმისეულად ვსწავლობთ მათ საჭიროებებს, მიზნებსა და ბიზნეს სტრატეგიას. ამ ცოდნაზე დაყრდნობით ვქმნით მათზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, ერთობლივად ვგეგმავთ განვითარების გზას და მაღალი ხარისხით ვახორციელებთ დასახულ გეგმებს, რათა შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება და ორმხრივი წარმატება.

ბიზნესის ზრდა

„დიპლომატში“ ჩვენი მიზანია, დავაჩქაროთ ზრდა და გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები ბაზარზე. ამისთვის ფოკუსირებული ვართ ძლიერი ბრენდების განვითარებაზე, სწრაფად მზარდ კატეგორიებსა და გაყიდვების არხებზე, თანამედროვე გაყიდვითა და ლოჯისტიკურ ტექნოლოგიებზე, ორგანულ ზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებაზე. ამ სტრატეგიის საფუძველს ქმნის ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება, დაგროვილი ცოდნა და წარმატებული პარტნიორობა, რომლებიც მდგრადი ზრდისა და გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში გვეხმარება.

საოპერაციო ეფექტურობა

„დიპლომატში“ ჩვენი მიზანია, ვიყოთ სასურველი პარტნიორი მომხმარებლებისა და მომწოდებლებისთვის. ამას ვაღწევთ მაღალი ხარისხის მომსახურების, ეფექტიანი პროცესებისა და ოპტიმიზებული ხარჯების მართვის გზით. ჩვენი წარმატების საფუძველია გაყიდვების, მარკეტინგის, დისტრიბუციისა და ლოჯისტიკის ინტეგრირებული მოდელი, რომელსაც ამყარებს თანამედროვე ტექნოლოგიები, საუკეთესო პრაქტიკა და ეფექტიანი საოპერაციო პროცესები.