კარიერული განვითარება

კარიერა, და არა უბრალოდ სამსახური

ჩვენთან მუშაობა გაძლევთ არა მხოლოდ სამუშაო ადგილს, არამედ კარიერული განვითარების შესაძლებლობას. Diplomat-ში შესაძლებლობა გაქვთ გამოიყენოთ თქვენი პოტენციალის მაქსიმუმი, აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ როლზე, გაუმკლავდეთ ყოველდღიურ პროფესიულ გამოწვევებს და განვითარდეთ. ამასთან, სწავლების ძლიერი შესაძლებლობები და კარიერული მხარდაჭერის ხელშეწყობა მუდმივად ეხმარებათ თანამშრომლებს კარიერულ წარმატებაში.
კარიერა გლობალური შესაძლებლობებით
Diplomat-ში მუშაობა მოიცავს რელოკაციის შესაძლებლობას და პროფესიულ გამოწვევებს მსოფლიოს სხვადასხვა მნიშვნელოვან წერტილში.
კარიერა გლობალური შესაძლებლობებით
Diplomat-ში მუშაობა მოიცავს რელოკაციის შესაძლებლობას და პროფესიულ გამოწვევებს მსოფლიოს სხვადასხვა მნიშვნელოვან წერტილში.

„დიპლომატი“ მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში – ისრაელში, საქართველოში, სამხრეთ აფრიკაში, კვიპროსსა და ახალ ზელანდიაში – ოპერირებს. ჩვენს ბიზნესერთეულებს შორის რელოკაციისა და გადაადგილების შესაძლებლობა თანამშრომლებს სთავაზობს გამოცდილების გაზიარების უნიკალურ შანსს, რაც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდუალური კარიერული ზრდისთვის, ისე მთლიანი გუნდის განვითარებისთვის.

კომპანიის თანამშრომლები მსოფლიოს ნებისმიერ ლოკაციაზე იზიარებენ „Diplomat“-ის საერთო კულტურასა და ღირებულებებს. ისინი ერთი გუნდის წევრები არიან, სადაც გუნდურობით, იდეებისა და ცოდნის გაზიარებით შეაქვთ წვლილი კომპანიის წარმატებასა და მდგრად განვითარებაში.

შიდა დაწინაურება
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, შევარჩიოთ იდეალური კანდიდატი შესაბამის პოზიციაზე, სწორ დროს, სწორი შესაძლებლობისთვის.
შიდა დაწინაურება
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, შევარჩიოთ იდეალური კანდიდატი შესაბამის პოზიციაზე, სწორ დროს, სწორი შესაძლებლობისთვის.

„დიპლომატში“ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატების საფუძველი ჩვენი თანამშრომლები არიან. ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ შიდა ტალანტების განვითარებასა და დაწინაურებას.
კარიერული განვითარების პროცესში თანამშრომლებს ვაძლევთ შესაძლებლობას დროულად მოემზადონ მომავალი როლებისა და ლიდერული პოზიციებისთვის. მაღალი პოტენციალის მქონე თანამშრომლების გამოვლენას ადრეული ეტაპიდან ვიწყებთ და მათ პროფესიული ზრდისთვის საჭირო პასუხისმგებლობებსა და განვითარების პროგრამებში ვრთავთ.

ჩვენი სასწავლო და განვითარების ინიციატივები მოიცავს როგორც სხვადასხვა პოზიციისთვის საჭირო ცოდნის გაღრმავებას, ისე ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას, როგორიცაა კომუნიკაცია, მოლაპარაკება, გუნდური თანამშრომლობა და ლიდერობა.
სწორედ ასე ვქმნით ძლიერ გუნდებს, ვაძლიერებთ ჩვენს კორპორაციულ კულტურას და ვუზრუნველყოფთ როგორც ბიზნესის მდგრად ზრდას, ისე კლიენტების კმაყოფილებას.

პროფესიული შესაძლებლობების გამოყენება
“დიპლომატ ჯორჯია” თანამშრომლებს სთავაზობს მრავალდონიან სატრენინგო პროგრამას, რომელიც აძლიერებს ფუნქციურ და პერსონალურ უნარებს. აღნიშნული ტრენინგ პროგრამა თანამშრომლებს ასევე, ამზადებს პოზიციური ცვლილებებისთვის.
პროფესიული შესაძლებლობების გამოყენება
“დიპლომატ ჯორჯია” თანამშრომლებს სთავაზობს მრავალდონიან სატრენინგო პროგრამას, რომელიც აძლიერებს ფუნქციურ და პერსონალურ უნარებს. აღნიშნული ტრენინგ პროგრამა თანამშრომლებს ასევე, ამზადებს პოზიციური ცვლილებებისთვის.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა გლობალური გამოცდილების გაზიარებაა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგროვილი ცოდნა ჩვენს გუნდს უახლესი შესაძლებლობებითა და ძლიერი მხარდაჭერით უზრუნველყოფს. კარიერული წინსვლის გარანტია: ინდივიდუალური გეგმა: ყოველი წლის დასაწყისში მენეჯერთა გუნდი თითოეული თანამშრომლისთვის ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც მათ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და კარიერულ ზრდაზეა მორგებული.

მწვრთნელთა პროგრამა: შიდა ტრენინგების შემდეგ, თანამშრომლებს ეძლევათ შანსი, თავად გახდნენ დარგის ტრენერები, რაც ორგანიზაციაში ცოდნისა და გამოცდილების ფართო გავრცელებას უზრუნველყოფს. ლიდერების განვითარება: მაღალი პოტენციალის მქონე ხელმძღვანელებისთვის მოქმედებს მენეჯერთა განვითარების სპეციალური პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია გუნდის მართვისთვის აუცილებელ სპეციფიკურ უნარებზე. ჩვენი სასწავლო სისტემა უზრუნველყოფს, რომ თითოეული თანამშრომელი მზად იყოს პოზიციური ცვლილებებისა და ახალი მასშტაბური გამოწვევებისთვის.

პოტენციური ლიდერების იდენტიფიცირება
ხელმძღვანელობის ხაზის მომზადება მომავალი გამოწვევებისათვის
პოტენციური ლიდერების იდენტიფიცირება
ხელმძღვანელობის ხაზის მომზადება მომავალი გამოწვევებისათვის

„დიპლომატის“ მომავალი ზრდის გარანტია მომავალ თაობაში ჩადებული ინვესტიციაა. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ კომპანიის საკვანძო პოზიციებსა და გუნდის წევრების მოლოდინებსა და მიღწევებს, რათა გამოვავლინოთ მაღალი პოტენციალის მქონე ნიჭიერი კადრები. ჩვენი მიზანია, სწორედ მათ დაიკავონ მომავალში კომპანიის საკვანძო და ხელმძღვანელი პოზიციები.

თუ კონკრეტული პოზიციისათვის ვერ ხერხდება სამომავლო კანდიდატის შერჩევა კომპანიაში უკვე დასაქმებულ კადრებს  შორის, ჩვენს გუნდს ახალი, ნიჭიერი და ენერგიული წევრებით ვამდიდრებთ. სწორედ ამ მიზნით, კომპანიის ყველა დეპარტამენტში სისტემატიურად მიმდინარეობს სტაჟირების პროგრამები. ახალი თანამშრომლები გადიან მიზნობრივ ტრენინგებს და იღებენ სპეციფიკურ დავალებებს, რაც მათ სამომავლო პასუხსმგებლობებისთვის ამზადებს. ამგვარი მიდგომით, ჩვენი წვლილი შეგვაქვს პროფესიონალების ჩამოყალიბებაში, რითაც ვუზრუნველყოფთ „დიპლომატის“ სტაბილურ და ძლიერ მომავალს.