გახდით მნიშვნელოვანი ცვლილების ნაწილი, შემოუერთდით „დიპლომატის“ გუნდს!

კარიერული განვითარება

კარიერული განვითარება

განვითარდით საინტერესო პროფესიული გამოწვევების დაძლევით და შექმენით თქვენი წარმატების ისტორია ჩვენთან ერთად.
დასაქმება და კარიერა

დასაქმება და კარიერა

ჩვენ ვცდილობთ, გვყავდეს სწორად შერჩეული კანდიდატები, შესაბამის თანამდებობებზე, შესაბამის მომენტში.

„დიპლომატში“ მუშაობა

შეუერთდით „დიპლომატის“ გუნდს და გახდით წარმატებაზე ორიენტირებული გარემოს ნაწილი. აქ თქვენ გელოდებათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, საინტერესო გამოწვევები და მხარდამჭერი, კოლეგიალური კულტურა, სადაც თითოეულ თანამშრომელს შეუძლია საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება.

სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნება

„დიპლომატში“ გვჯერა, რომ პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის ჯანსაღი ბალანსი თანამშრომელთა კეთილდღეობისა და წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია. სწორედ ამიტომ, ვქმნით გარემოს, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი თანამშრომლების მრავალფეროვან საჭიროებებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ თუ პირად განვითარებას. ასევე, ვთავაზობთ მხარდაჭერის პროგრამებს სტუდენტებისა და ბავშვიანი თანამშრომლებისთვის, რათა მათ კარიერული და პირადი მიზნების მიღწევა შეძლონ.“

სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნება
ენერგიული და პროფესიონალური გუნდი

ენერგიული და პროფესიონალური გუნდი

„დიპლომატში“ თქვენ გახდებით მრავალფეროვანი გამოცდილებისა და კულტურის მქონე პროფესიონალებით დაკომპლექტებული საერთაშორისო გუნდის წევრი. მიუხედავად განსხვავებული გამოცდილებისა და ხედვებისა, ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი, პროფესიული განვითარება, გუნდური თანამშრომლობა და წარმატებისკენ სწრაფვა.

სამუშაო გარემო, რომელიც ხელს უწყობს გუნდურობას და ინოვაციებს

„დიპლომატის“ თანამედროვე საოფისე სივრცეები შექმნილია თანამშრომლობის, კრეატიულობისა და იდეების გაზიარების წასახალისებლად. ოფისები მოიცავს გუნდური მუშაობისა და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს, ბრეინსტორმინგის ოთახებს, დასასვენებელ ზონებსა და კომფორტულ კაფეტერიებს, რომლებიც ხელს უწყობს პროდუქტიულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

სამუშაო გარემო, რომელიც ხელს უწყობს გუნდურობას და ინოვაციებს
ვქმნით კულტურას, სადაც თითოეული მიღწევა დაფასებული და აღიარებულია.

ვქმნით კულტურას, სადაც თითოეული მიღწევა დაფასებული და აღიარებულია.

„დიპლომატი“ მუდმივად განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებული კომპანიაა. გვჯერა, რომ ჩვენი წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა ადამიანები არიან, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მათი მიღწევების აღიარებასა და დაფასებას. ჩვენი ანაზღაურებისა და წახალისების სისტემა ეფუძნება შესრულების ხარისხს, შედეგებსა და კომპანიის წარმატებაში შეტანილ ინდივიდუალურ წვლილს. ამ მიდგომით ვქმნით გარემოს, სადაც წარმატება შეფასებულია, მიღწევები კი დაფასებული, რაც ხელს უწყობს როგორც თანამშრომლების, ისე კომპანიის მდგრად განვითარებას

შემოგვიერთდით და გამოავლინეთ თქვენი ნიჭი!