რჩევები გასაუბრებისთვის

როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის
გასაუბრება თქვენი შესაძლებლობაა გვაჩვენოთ, რატომ ხართ სწორედ თქვენ ამ პოზიციისთვის საუკეთესო კანდიდატი. ეს არის შანსი, წარმოაჩინოთ თქვენი გამოცდილება, უნარები და პიროვნული მახასიათებლები, რომლებიც გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გასაუბრებისთვის წინასწარ და საფუძვლიანად მოემზადოთ, რათა თავდაჯერებულად წარდგეთ და დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ დამსაქმებელზე.
  • მოემზადეთ გასაუბრებისთვის
    გაეცანით „დიპლომატის“ საქმიანობას, ჩვენს ღირებულებებსა და მიზნებს. ასევე, კარგად შეისწავლეთ პოზიცია, რომელზეც განაცხადს აკეთებთ, და დაფიქრდით, როგორ უკავშირდება ის თქვენს გამოცდილებასა და პროფესიულ უნარებს.
  • იყავით პუნქტუალური
    დაგეგმეთ გასაუბრების დაწყებამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე მისვლა. ეს დაგეხმარებათ გაუთვალისწინებელი შეფერხებების თავიდან აცილებაში და მოგცემთ დროს, რომ მოიკრიბოთ ყურადღება და მშვიდად მოემზადოთ გასაუბრებისთვის.
  • წინასწარ მოამზადეთ საკუთარი წარდგენა
    იფიქრეთ მოკლე თვითპრეზენტაციაზე, რომელიც მოიცავს თქვენს გამოცდილებას, უნარებსა და კარიერულ მიზნებს. სასარგებლოა წინასწარ ვარჯიში სარკის წინ ან მეგობრის დახმარებით, რათა შეაფასოთ მეტყველების ტემპი და სხეულის ენა.
  • ისაუბრეთ მკაფიოდ და თავდაჯერებულად
    თქვენი პასუხები უნდა იყოს გასაგები, პრაქტიკული და პოზიტიური. ეცადეთ, წარმოაჩინოთ როგორც თქვენი პროფესიული ცოდნა, ისე მოტივაცია.
  • ყურადღებით მოუსმინეთ შეკითხვებს
    უპასუხეთ მოკლედ და კონკრეტულად, ამასთან, ხაზი გაუსვით იმ გამოცდილებასა და უნარებს, რომელთა გაზიარებაც გსურთ.
  • დასვით კითხვები
    გასაუბრება ორმხრივი პროცესია. დაინტერესდით პოზიციით, გუნდითა და კომპანიის საქმიანობით. ეს თქვენს მოტივაციასა და ჩართულობას წარმოაჩენს.

და რაც მთავარია…
იყავით საკუთარი თავი!