ჩვენი ხელმძღვანელები
ჩვენი კომპანიის გამოცდილი ლიდერები უზრუნველყოფენ ბიზნესის წარმატებას ყველა ძირითადი მიმართულებით

„დიპლომატ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი
გიგას FMCG სექტორში, EMEA-სა და დსთ-ს ბაზრებზე მუშაობის 20-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. ის წლების განმავლობაში იკავებდა წამყვან პოზიციებს Diplomat Distributors-ში, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტისა და გაყიდვების ხელმძღვანელის როლებში. ასევე ხელმაძღვანელობდა კომერციული ტრანსფორმაციის პროექტებს და აწარმოებდა კონსულტაციებს საერთაშორისო დონეზე. 2025 წელს გიგა დაუბრუნდა Diplomat Georgia-ს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე, სადაც მართავს კომპანიის ზრდისა და ორგანიზაციული განვითარების ახალ ეტაპს.

ფინანსური და საინფორმაციო დეპარტამენტების ხელმძღვანელი
გიორგი Diplomat Georgia-ში 2008 წლიდან მუშაობს და გამოირჩევა მრავალმხრივი გამოცდილებით, რომელიც მოიცავს ფინანსებს, სტრატეგიასა და ოპერაციულ მართვას. ფინანსური კოორდინატორის პოზიციიდან, ის 2015 წელს დაწინაურდა ფინანსური ოპერაციების მენეჯერად, 2016 წლიდან ასრულებდა სტრატეგიის მენეჯერისა და ჯგუფის პროექტების ხელმძღვანელის როლს, ხოლო 2018 წელს ჩაიბარა ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა. დღეს გიორგი ხელმძღვანელობს ფინანსურ და საინფორმაციო დეპარტამენტებს, და მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიის ოპერაციულ ეფექტიანობასა და სტრატეგიულ განვითარებაში.

ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მერაბი მნიშვნელოვან როლს ასრულებს Diplomat Georgia-ს ახალი ბიზნესების განვითარებაში. 10 წელზე მეტია იგი კომპანიის ნაწილია და მისი კარიერა ლოჯისტიკის ოპერაციების პროექტის მენეჯერის პოზიციიდან დაიწყო. 2016 წლიდან ის ხელმძღვანელობს ბიზნესის განვითარების დეპარტამენტს, სადაც მისი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება ახალი ბიზნესების შემოყვანასა და გაყიდვების არხების განვითარებას. მისი ხელმძღვანელობით განვითარდა HORECA არხი და კომპანიის პორტფოლიოს დაემატა არაერთი ახალი ბრენდი - როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალური, რაც მნიშვნელოვნად აისახება კომპანიის ზრდასა და ბაზარზე პოზიციების გაძლიერებაზე.

ადამიანური რესუსრსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თამარი 2023 წლიდან ხელმძღვანელობს Diplomat Georgia-ს ადამიანური რესურსების დეპარტამენტს. მისი ღირებული გამოცდილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიის განვითარებაში. თამარი ფლობს University of Manchester-ის ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრის ხარისხს და აქვს ტალანტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის საბანკო სფეროში, სახელმწიფო სექტორსა და სასტუმრო ბიზნესში, რაც მას საშუალებას აძლევს მრავალფეროვანი პერსპექტივიდან მართოს ადამიანური კაპიტალი. მისი გამოცდილება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კომპანიის ორგანიზაციულ განვითარებას, ტალანტების მართვასა და ძლიერი კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბებას.

კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
როი 2008 წლიდან დიპლომატ ჯგუფის ერთ-ერთი ღირებული თანამშრომელია. მისი საერთაშორისო გამოცდილება მოიცავს Diplomat Israel-ში მუშაობას, სადაც ხელმძღვანელობდა P&G-ის ბრენდების სავაჭრო მარკეტინგის გუნდს, განახორციელა გუნდის ოპტიმიზაცია და გააუმჯობესა სამუშაო პროცესები. 2020 წელს როი პირველად დაინიშნა საქართველოში სავაჭრო მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე, სადაც ჩამოაყალიბა ძლიერი ადგილობრივი გუნდი რაც გაყიდვების ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. 2025 წელს როი უკვე მეორედ დაინიშნა Diplomat Georgia-ში, ამჯერად კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ნატა „დიპლომატის“ გუნდს 2021 წელს შემოუერთდა, 2023 წლიდან კი მარკეტინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მას წლების განმავლობაში ეკავა წამყვანი პოზიციები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში. ნატა უზრუნველყოფს კომპანიის ბრენდების სტრატეგიულ პოზიციონირებასა და მომხმარებელთან თანამედროვე კომუნიკაციის დანერგვას. მენეჯერულ საქმიანობასთან ერთად, ის აქტიურ აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა.

ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ზვიადმა Diplomat Georgia-ში შვიდ წელზე მეტი გამოცდილება დააგროვა ლოჯისტიკისა და ოპერაციების მიმართულებით, სადაც ეტაპობრივად განვითარდა სხვადასხვა საკვანძო როლში. 2019 წელს დაინიშნა საწყობის ოპერაციების ხელმძღვანელად, სადაც ეფექტიანად მართავდა ყოველდღიურ პროცესებს და ახორციელებდა სამუშაო სტრუქტურების ოპტიმიზაციას. 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა დისტრიბუციისა და მომსახურების დეპარტამენტს, სადაც პასუხისმგებელი იყო ოპერაციულ მართვაზე, გადაწყვეტილებების მიღებასა და გუნდის ეფექტიან მუშაობაზე. 2025 წლიდან ზვიადი ხელმძღვანელობს ლოჯისტიკის დეპარტამენტს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიის ოპერაციული ეფექტიანობისა და უწყვეტი განვითარებისთვის.
ჩვენი გლობალური ლიდერების გუნდი
„დიპლომატს“ მსოფლიოს მასშტაბით ლიდერობისა და მართვის ერთიანი კულტურა აერთიანებს. გაიცანით ჩვენი გლობალური ლიდერების გუნდები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში კომპანიის განვითარებასა და წარმატებას უზრუნველყოფენ