Leading Technology

საქმნიანობაში მიზნების მისაღწევად დიდ ინვესტიციებს ვდებთ საინფორმაციო ტექნოლოგიებში.

ჩვენი ოპერაციების შესრულებას უზრუნველყოფს მოწინავე „SAP“-ის გადაწყვეტილებები, რომელთაც ემატება უახლესი მობილური გადაწყვეტილებები ჩვენი გაყიდვებისა და დისტრიბუციის გუნდებისათვის. ასევე, ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ეფექტურ მუშაობას მომარაგების ჯაჭვის ყოველ ეტაპზე. მათში შედის დახვეწილი საწყობის მართვის სისტემები (WMS), თანამედროვე სატვირთო ავტომობილების ავტომატიზაციის და მართვის სისტემა და ასევე მრავალი სხვა, საოპერაციო ოპტიმიზაციაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება.

 

 

ეს ტექნოლოგიური ხერხემალი უზრუნველყოფს შეკვეთის, დასაწყობებისა და დისტრიბუციის პროცესის სისწრაფეს, ეფექტურობას, ასევე მაღალ პროდუქტიულობას.

მუდმივად ვზრუნავთ ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვაზე ჩვენს საქმიანობაში, რათა ყველა დაინტერესებული მხარისათვის უზრუნველვყოთ ბიზნესის რეალური  ღირებულებები.

სისტემები, აპლიკაციები და პროდუქტები (SAP)

საუკეთესო ტექნოლოგია მომარაგების ჯაჭვის მართვის ინტეგრირებული და ოპტიმიზირებული პროცესებისთვის

როგორც გაყიდვებისა და დისტრიბუციის ლიდერი კომპანია, საწარმოს რესურსების დასაგეგმად (ERP) ვიყენებთ „SAP“ გადაწყვეტილებებს, რაც ხელს უწყობს ჩვენს სამომავლო ზრდას. მაგალითად, საწყობების მუშაობის მაღალ ეფექტურობას უზრუნველვყოფთ SAP-ის საწყობის მართვის განვრცობილი სისტემის (Extended Warehouse Management EWM) გამოყენებით. ეს საუკეთესო ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, რეალურ დროში დავაკვირდეთ მომარაგების ჯაჭვის ყველა ეტაპს.

სისტემები, აპლიკაციები და პროდუქტები (SAP)

მოწინავე ბიზნესინტელექტი და „კლიკვიუ“ (BI + QlikView)

რეალური დროის ამსახველი პანელები და სხვა მართვის საშუალებები, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებას უწყობს ხელს

კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული აპლიკაციების და მართვის გადაწყვეტილებების მიღების ხელშემწყობი რეალური დროის ამსახველი პანელების შესაქმნელად ვიყენებთ ე.წ. „კლიკვიუ“ გადაწყვეტილებების პლატფორმას. ეს საშუალებას გვაძლევს სრულფასოვანი ანალიტიკური დასკვნებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გათვლების გამოყენებით უზრუნველვყოთ ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია. შედეგად, უკეთესად და გაცილებით სწრაფად ვრეაგირებთ მიმდინარე პროცესებზე, რაც მომარაგების ჯაჭვის ყველა ეტაპს მოიცავს. კლიენტებისთვის ვქმნით უკეთეს ღირებულებებს, რითიც ჩვენს საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურად წარვმართავთ.

მოწინავე ბიზნესინტელექტი და „კლიკვიუ“ (BI + QlikView)

ციფრული და „ფრონტ ენდ“ (Front End) გადაწყვეტილებები

ჩვენ ვქმნით მოწინავე ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა დავაკმაყოფილოთ სწრაფად ცვალებად ბიზნესგარემოში  არსებული საჭიროებები

ჩვენი ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტთა ჯგუფი ტექნოლოგიებს იყენებს, ერთი მხრივ, სწრაფი და ეფექტური გაყიდვებისა და მომსახურების უზრუნველსაყოფად, ხოლო, მეორე მხრივ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ისეთი გადაწყვეტილებების განსახორციელებლად, რომლებიც ბიზნესის ზრდას უწყობს ხელს. შეგვიძლია, ჩვენი საქმიანობის პროცესის გასაუმჯობესებლად, ძალიან სწრაფად შევქმნათ და დავნერგოთ ისეთი აპლიკაციები, რომლებიც სწორედ კლიენტზეა ორიენტირებული.

 

ციფრული და „ფრონტ ენდ“ (Front End) გადაწყვეტილებები

Special Awards

სანიმუშოს სტატუსი ციფრული ინოვაციების სფეროში

ჩვენს მოწინავე ტექნოლოგიას მიღებული აქვს ჩვენსავე ინდუსტრიაში არსებული ძირითადი ჯილდოები. მათ შორისაა, ისრაელის „საუკეთესო ციფრული ინოვაციის ჯილდო“ (Top Digital Innovation Award)  ჩვენი საცალო ვაჭრობის აპლიკაციისთვის ­— „ჩემი დიპლომატი“ (MyDiplomat). 2016 წელს ტექნოლოგიური, ასევე ბიზნესლიდერობისა და მოწინავე ინფორმაციული ტექნოლოგიებისათვის „დიპლომატი“ დასახელდა ისრაელის „სანიმუშო ორგანიზაციად“ (Outstanding Organization).

Special Awards

My Diplomat

საცალო ვაჭრობის ახალი თაობის ციფრული გადაწყვეტილება

ჩვენს კომპანიაში შექმნილი აპლიკაცია „ჩემი დიპლომატი“ წარმოადგენს საცალო ვაჭრობის ახალი თაობის ციფრულ გადაწყვეტილებას, რომელსაც აქვს ანალიტიკური პროგნოზირების უნარი (ხელოვნური ინტელექტი). მისი  გამოყენებით აპლიკაციას შეუძლია, გააანალიზოს ბაზრის ტენდენციები, კლიენტის შეკვეთების ისტორია და სხვა თვისობრივი მონაცემები. სწორედ ამაზე დაყრდნობით ხდება  პროდუქტის შესაძლებლობების განსაზღვრა. „ჩემი დიპლომატი“ არის გამოსაყენებლად ადვილი, სმარტ აპლიკაცია, რომელიც კლიენტებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროსა თუ  ადგილას გააკეთონ და მართონ ნებისმიერი შეკვეთა. ეს კი ბიზნესში, საცალო ვაჭრობის თანამშრომლებისათვის რეალურ ღირებულებებს ქმნის.

My Diplomat

Supply Chain Traceability

მომარაგების ჯაჭვის ხარისხის მონიტორინგი და კონტროლი

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული შეკვეთა კლიენტს დროულად მიეწოდოს  და შეკვეთილი რაოდენობის სრულად მიწოდება (CFR  – Case Fill Rate) მაღალი სისწრაფით განხორციელდეს. მომარაგების ჯაჭვის მონიტორინგისა და დოკუმენტირებისთვის ვიყენებთ მოწინავე ვიდეო ტექნოლოგიას, რაც გვეხმარება დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა შეკვეთა სწორად და დროულად მიეწოდა კლიენტს.

პროდუქციის მანქანებში ჩატვირთვამდე ყველა პალეტი სკანირდება და ტარდება სისტემაში, რათა შესაძლებელი იყოს მათი გადაადგილების მონიტორინგი და მიწოდება მოხდეს უშეცდომოდ, დროულად და ეფექტურად.

Supply Chain Traceability