შემოგვიერთდით და გახდით სასარგებლო ცვლილებების ნაწილი!

კარიერული განვითარება

კარიერული განვითარება

განვითარდით საინტერესო პროფესიული გამოწვევების დაძლევის შედეგად და შეუწყვეთ ხელი თქვენს ზრდას.
დასაქმების და კარიერის

დასაქმების და კარიერის

ჩვენ ვცდილობთ, გვყავდეს სწორად შერჩეული კანდიდატები, შესაბამის თანამდებობებზე, შესაბამის მომენტში.

„დიპლომატში“ მუშაობა

შეუერთდით წარმატებულთა გუნდს, სადაც ყველა ცდილობს იყოს სანიმუშო. განვითარდით, გამოიჩინეთ თავი გამოწვევებით სავსე და, ამავე დროს, კოლეგიალურ სამუშაო გარემოში.

სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნება

„დიპლომატში“ გვჯერა, რომ სამსახურისა და პირადი ცხოვრების ეფექტურად დაბალანსება თანამშრომლების ბედნიერების წინაპირობა და პროდუქტიულობის ზრდის პირდაპირპროპორციულია. ჩვენ გთავაზობთ თანამდებობების ფართო სპექტრს, სადაც მაქსიმალურად  არის გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული როგორც საჭიროებები, ასევე მოთხოვნებიც. „დიპლომატში“ თქვენ გაქვთ საშუალება აირჩიოთ მუშაობის სასურველი პირობები და ისარგებლოთ სტუდენტებისა და ბავშვიანი თანამშრომლების მხარდაჭერის  პროგრამებით.

სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნება
ენერგიული და პროფესიონალური გუნდი

ენერგიული და პროფესიონალური გუნდი

„დიპლომატში“ თქვენ საშუალება გეძლევათ, იმუშაოთ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი ადამიანებისგან შემდგარ გუნდში, რომლის წევრებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან გამოცდილებით. თუმცა,  ყველა მათგანი   თქვენსავით ენთუზიაზმით სავსე პროფესიონალი გახლავთ, რომელსაც სიამოვნებს კოლეგებთან  ერთად მუშაობა და მიისწრაფვის წარმატებისკენ.

სამუშაო გარემო, რომელიც ხელს უწყობს გუნდურობას და ინოვაციებს

“დიპლომატის“ სასიამოვნო სამუშაო გარემოს მქონე ოფისების დიზაინი მიზნად ისახავს გუნდური მუშაობის წახალისებას  და ითვალისწინებს ჯგუფური დისკუსიებისათვის (ე.წ. ბრეინსტორმინგისთვის) განკუთვილი მცირე შეხვედრების ოთახების, დასასვენებელი სივრცეებისა და კაფეტერიის არსებობას.

სამუშაო გარემო, რომელიც ხელს უწყობს გუნდურობას და ინოვაციებს
ინიციატივებისა და მიღწევების დაჯილდოება

ინიციატივებისა და მიღწევების დაჯილდოება

„დიპლომატი“ მუდმივად იზრდება და ვითარდება. ბაზარზე მისი კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნება დამოკიდებულია კომპანიის თანამშრომელთა უნარებსა და გამოცდილებაზე. ამიტომ, ჩვენს ანაზღაურების სისტემას საფუძვლად უდევს თანამშრომელთა მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხის დაფასება და კომპანიის წარმატებაში ინდივიდუალური წვლილის შეტანისათვის კოლეგების დაჯილდოება. ჩვენი ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს როგორც კომპანიის, ასევე თანამშრომელთა წარმატებას, რითიც ორივე მხარე მოგებული რჩება.

შემოგვიერთდით და გამოავლინეთ თქვენი ნიჭი!