ჩვენ შესახებ

საქართველო: ადგილობრივი გამოცდილება, გლობალური სტანდარტები

Diplomat-მა საქართველოში საქმიანობა 2008 წელს, გამოწვევებით სავსე პერიოდში დაიწყო და ჩამოაყალიბა სრულად ქართული ორგანიზაცია ადგილობრივი ლიდერობით, კულტურის ღრმა გააზრებითა და მომხმარებლების, პარტნიორებისა და სავაჭრო არხების სიღრმისეული ცოდნით.
ამ ძლიერ ადგილობრივ საფუძველს ამყარებს ჯგუფის მრავალწლიანი გამოცდილება, თანამედროვე საერთაშორისო სისტემები და პროცესები, განვითარებული მიწოდების ჯაჭვი და პროფესიონალური მიდგომა. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს, დავეხმაროთ პარტნიორებს ზრდასა და ბიზნესის განვითარებაში, ხოლო კლიენტებს შევთავაზოთ გამჭვირვალე და პრაქტიკული გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ კონკურენტული უპირატესობის შექმნასა და ბაზარზე წარმატების მიღწევაში ეხმარება.

ჩვენი სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურა მოიცავს სტრატეგიულად განთავსებულ ორ ფილიალს — თბილისსა (აღმოსავლეთ საქართველო) და სამტრედიაში (დასავლეთ საქართველო). თბილისის ფილიალი აერთიანებს 12,300 კვ.მ ფართობის თანამედროვე სადისტრიბუციო და ლოგისტიკურ ცენტრს. თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურითა და განვითარებული ლოგისტიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი ცენტრი უზრუნველყოფს მარაგების ეფექტიან მართვას, ქვეყნის მასშტაბით დისტრიბუციასა და საიმედო მომსახურებას. ამ ინფრასტრუქტურაზე დაყრდნობით, წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს ვთავაზობთ საქართველოს მასშტაბით სრულ საბაზრო დაფარვასა და მსოფლიო დონის სადისტრიბუციო გადაწყვეტილებებს, რომლებიც საქართველოს FMCG ბაზრის მოთხოვნებსა და სპეციფიკას სრულად შეესაბამება.

საქართველოში „დიპლომატს“
აქვს ორი სადისტრიბუციო
ცენტრი.

See our different units throughout the world
Diplomat has five fully owned business units, operating in Israel, Georgia, South Africa, Cyprus and New Zealand. All business units began operating as the official and exclusive distributors of P&G, expanding into other FMCG categories.
All Diplomat business units are built on the Group’s proven customer centric strategies and best in class processes and experience adapt­ed to different market structures and needs.
Each business unit uses the full strength of the Group to leverage its operational and organizational excellence.

საქართველოში „დიპლომატს“
აქვს ორი სადისტრიბუციო
ცენტრი.

See our different units throughout the world
x
Main Office & Distribution center