დასაწყობება და მიწოდება

დასაწყობება და მიწოდება

დასაწყობებაზე და მიწოდებაზე პასუხისმგებელი ჯგუფები უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის მომსახურებას, რომელიც სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება:

 

ტექნოლოგია

საწყობის მართვის უახლესი სისტემებისა (SAP) და მიწოდების მარშრუტის ოპტიმიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის გარდა, ჩვენ ვიყენებთ საუკეთესო ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებელს ხდის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას და საჭიროების შემთხვევაში შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას.

 

უწყვეტი განვითარება

მიუხედავად იმისა, რომ ბაზრები სულ უფრო და უფრო კონკურენტუნარიანი ხდება, ჩვენ სხვებთან შედარებით უპირატესობით ვსარგებლობთ, ვინაიდან ყოველთვის ვეძებთ ლოგისტიკური ხარჯების შემცირებისა და ოპერაციების გაუმჯობესების გზებს. მუდმივად ვაანალიზებთ ჩვენს საქმიანობას მეთოდურად, რათა დავგეგმოთ და ავამოქმედოთ უფრო ეფექტური პროცესები.

 

სამუშაოს მაღალი ხარისხით შესრულების წახალისება

იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ თანამშრომლების მხირდან სამუშაოს მაღალი ხარისხით შესრულება და ხარჯების ეფექტურად მართვა, ჩვენ აქტიურად ვიყენებთ წახალისების სხვადასხვა ხერხს. მოტივაციის ფაქტორები ეფუძნება ინდიკატორებს (გაზომვად მონაცემებს), რომლებიც ითვალისწინებენ შესრულებული სამუშაოს ხარისხს.

 

ჩვენი საწყობები შესაბამისობაშია ISO-ს საერთაშორისო სტანდარტებთან. თუმცა, მზად ვართ დავიცვათ მომწოდებლების მიერ განსაზღვრული მოთხოვნებიც. ასევე, საწყობში გვაქვს თერმორეგულირებადი ზონები 15 ˚C-ით.