დამატებითი მომსახურებები

დამატებითი მომსახურებები

დიპლომატ ისრაელს დამატებითი მომსახურებებისათვის სპეციალურად აქვს გამოყოფილი 1,000 მ2 ნაგებობა, სადაც განთავსებულია საწყობები და საწარმოო სართული კლიმატკონტროლით. აღნიშნული კომპლექსი მომხარებელს სთავაზობს მაღალი დონის მომსახურებას, ოპერაციების სწრაფად შესრულებას და  კონკურენტუნარიან ფასებს. 

 

კომპლექსი ორ ცვლაში მუშაობს და მომხმარებლებს მთელ რიგ ავტომატურ და მექანიკურ მომსახურებებს სთავაზობს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს როგორც ISO-9001 სტანდარტებს, ასევე, ხარისხის შიდა სტანდარტებსაც, როგორიცაა QAKE (P&G QA სტანდარტები).
ჩვენ საკმაოდ სწრაფ მომსახურებას ვუწევთ ჩვენს მომხმარებლებს (საჭიროების შმეთხვევაში მაქსიმუმ 48 საათში), ხოლო ჩვენი გუნდი კლიენტებს კრეატიულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს, რაც აღნიშნულ სფეროში მრავალწლიან გამოცდილებას ეფუძნება.

 

გაწეული დამატებითი მომსახურებები მოიცავს

 

  • ეტიკეტირებას (ხელით და ავტომატურად), თაროს შევსებას მარაგებით.
  • შეფუთვას.
  • ეტიკეტებისა და შტრიხ-კოდების დამზადებას.
  • პირდაპირ საფოსტო რეკლამას (მონაცემების, მისამართის შეგროვება, ეტიკეტების   დახაზვა და ფოსტით განაწილება).
  • სტენდის აწყობას, შევსებასა და დისტრიბუციას.
  • სავაჭრო პუნქტისთვის სპეციალური სარეკლამო მასალების დამზადებას.
  • ხელით შეფუთვის სხვადასხვაგვარ საშუალებას (სასაჩუქრე კომპლექტები, ფასდაკლების კუპონები).
  • საყოფაცხოვრებო ელექტრო მოწყობილობების ადგილობრივ სტანდარტებზე მორგებას. 

 

ასევე, ჩვენ გვაქვს შესადუღებელი დანადგარი, რომელიც აკეთებს „L“–ის ფორმის ნაკერს, შესაფუთი მოწყობილობები და მაღალი ხარისხის Arma–ს ბრენდის ეტიკეტის „ქუდები“, ჭავლური პრინტერები, ელექტრო კონვეიერები და მუყაოს ყუთების  ლენტით დაწებების ავტომატური მოწყობილობები.