მერჩენდაიზინგი

მერჩენდაიზინგი

დიპლომატის მერჩენდაიზერთა გუნდი მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის თაროზე ეფექტურად განლაგებას, ასორტიმენტის ხელმისაწვდომობას, სივრცის ოპტიმალურად გამოყენებასა და საფირმო სტენდებისა და სარეკლამო მასალების განთავსებას.
მერჩენდაიზერები გაყიდვების შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ სპეციალური ტერმინალების საშუალებით, რომლებიც მოიცავს კვლევებს, კითხვარებს, სურათებს, ვიდეო კლიპებს, ვიზიტების ისტორიას და სხვ.

 

მერჩენდაიზერთა ჯგუფებს გააჩნიათ პროდუქციის კატეგორიების მართვის ფართო გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილება ეფუძნება პროფესიულ მომზადებასა და საერთაშორისო კომპანიებთან ცოდნის გაზიარებას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მერჩენდაიზინგის დეპარტამენტები ახორციელებენ სპეციალურ პროექტებს თაროებზე და მაღაზიის დარბაზში სარეკლამო მასალების განთავსებასთან დაკავშირებით. ჯგუფები ასევე, მუდმივ ონლაინ კომუნიკაციას ამყარებენ შესაბამის მომწოდებლებთან, შიდა და გარე  სავაჭრო პერსონალთან და საცალო მოვაჭრეებთან.