გაყიდვები

გაყიდვები

ჩვენი მიზანია, კეთილსინდისიერი და პროფესიონალური ქცევით, მოვიპოვოთ  მომხმარებლების ნდობა და გვჯერა, რომ სწორედ ასეთი ურთიერთობა განაპირობებს კომპანიის გრძელვადიან წარმატებას. გაყიდვების ჯგუფი შედგება პროფესიონალი სპეციალისტებისაგან, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით მუშაობენ მომხმარებლებთან - მათთან  ერთად სახავენ საერთო მიზნებს და ანაწილებენ აღნიშნული მიზნების მისაღწევად საჭირო რესურსებს. ჩვენი მიდგომები ეფუძნება მონაცემებს; ჩვენ ვარწმუნებთ მომხმარებლებს, რომ დაისახონ ამბიციური, თუმცა, მიღწევადი მიზნები და სწორად განსაზღვრონ რესურსები ბაზრის სტრუქტურისა და მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით.

 

ჩვენ ვემსახურებით როგორც დიდი ჰიპერმარკეტების ქსელურ მაღაზიებს, ასევე პატარა ზომის სავაჭრო ობიექტებს. ამასთანავე, ორიენტირებულები ვართ სხვადასხვა ტიპის არხთან თანამშრომლობაზე, როგორებიცაა, მაგალითად, კვების ობიექტები.

 

მარკეტინგის განყოფილება ჩვენი წარმატების მთავარი ფაქტორია. ის პასუხისმგებელია დააკავშიროს მარკეტინგის გუნდი ველზე გაყიდვებთან. მარკეტინგის განყოფილება ასევე პასუხისმგებელია გაყიდვების ანალიზის განხორციელებაზე. შესაბამისად, მათ ერთმნიშვნელოვნად შეუძლიათ განსაზღვრონ ველზე გაყიდვების შესაძლებლობები და საფრთხეები და ამავდროულად, უბიძგონ სავაჭრო წარმომადგენლებს შედეგების გაუმჯობესებისაკენ.