სასურსათო/საცალო ვაჭრობა

სასურსათო/საცალო ვაჭრობა

ბაზრის მოცვის მოდელით, პირდაპირი და არაპირდაპირი დისტრიბუციის საშუალებით, ჩვენ ვფარავთ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ყველა მაღაზიას. ტერიტორიის სრულად ათვისებას ვახერხებთ იმ ორგანიზაციული სტრუქტურის მეშვეობით, რომელიც შექმნილია კონკრეტული საბაზრო არხის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

აღნიშნული არხები ითვალისწინებს:

სუპერმარკეტები
აღნიშნული არხი მოიცავს სუპერმარკეტების ქსელებს ან დამოუკიდებელ სავაჭრო ობიექტებს. ჩვენი სამუშაო ჯგუფები მჭიდროდ თანამშრომლობენ საცალო მოვაჭრეებთან  და იყენებენ ერთობლივ ბიზნეს გეგმას მარკეტინგულ ღონისძიებებში, პროდუქციის თაროზე განლაგების პოლიტიკასა და სხვა ერთობლივ სამუშაოებში ინვესტირებულ კაპიტალზე მაღალი მოგების მისაღებად.

• აფთიაქები
ჩვენი მიზნობრივი კვალიფიციური ჯგუფები სააფთიაქო ქსელებთან და კერძო აფთიაქებთან მუშაობენ გრძელვადიან ერთობლივ ბიზნეს გეგმებზე, ავითარებენ პორტფელს, უზრუნველყოფენ ეფექტურ მერჩენდაიზინგსა და პროდუქციის ფართო ასორტიმენტის თვალსაჩინოდ განლაგებას, რაც ხელს უწყობს ჩვენი პროდუქციის საბოლოო მომხმარებლამდე მიტანას და შესაბამისად, გაყიდვების ზრდას.

მინი-სუპერმარკეტები
ჩვენი მიზანია გავზარდოთ დაფარვა და პროდუქციის თვალსაჩინოდ განლაგების გზით ავამაღლოთ ბრენდების ცნობადობა აღნიშნულ რთულ სეგმენტში, სადაც პროდუქტის შენახვის ვადა და ფასები საკმაოდ მგრძნობიარე პარამეტრებია.

ბაზრობა
ბაზრობაზე მუშაობისათვის აუცილებელია არსებულ სამოქმედო სტრატეგიებთან ადაპტირება. მიზნობრივი ჯგუფები უზრუნველყოფენ თაროზე პროდუქციის ხელმისაწვდომობას, რისკების მართვას და ლოგისტიკას ბაზრის აღნიშნულ სექტორში, რომელიც წარმოადგენს რთულ, თუმცა პოპულარულ და მზარდ არხს.  

 

პროდუქციის თაროზე განთავსება განსაზღვრულ დროში

ჩვენ გაგვაჩნია 50 წელზე მეტი ხნის გამოცდილება მიწოდების ჯაჭვის მართვაში, რომელიც განკუთვნილია იმისათვის, რომ ჩვენმა მომწოდებლებმა სწორად და დროულად მიაწოდოს პროდუქცია მომხმარებლებს და უზრუნველყონ თაროზე პროდუქციის ხელმისაწვდომობა.
მიწოდების ჯაჭვის გამართულ ფუნქციონირებას განაპირობებს გაყიდვებისა და სამოქმედო ოპერაციების ეფექტურად დაგეგმვა. აღნიშნულ პროცესში ჩართულნი არიან როგორც შიდა, ასევე გარე დაინტერესებული მხარეები, რომლებიც გეგმავენ ოპერაციებს შემდგომი საქმიანობის გასაუმჯობესებლად. საჭიროების შემთხვევაში, მერჩენდაიზერები მუშაობენ ერთობლივად, რათა გაზარდონ ბრენდის ცნობადობა, საცალო მოვაჭრეების მითითებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.

 

საქმიანობის მუდმივი შეფასება

შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ ვიყენებთ გაზომვად პარამეტრებს, რათა მუდმივად ვაკონტროლოთ შესრულებული სამუშაოები, გავამართლოთ მოლოდინები და უწყვეტად ვიმუშაოთ მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაზე. გარკვეული პერიოდულობით მონაცემები მოიცავს:

• გაყიდვებს

• თაროზე განთავსებას- თაროზე პროდუქციის წილს, ხელმისაწვდომობას

• ბაზარზე პოზიციონირებას

• პროგნოზის სისწორეს

• საწყობის პროდუქტიულობას

• დანაკარგებში პოტენციური გაყიდვების მაჩვენებელი

 

ზემოთ აღნიშნული მაჩვენებლები წარმოადგენს მხოლოდ მცირე ნიმუშს, თუ როგორ ხდება ჩვენი უახლესი ტექნოლოგიებით საფუძვლიანი ანალიზის გაკეთება. სხვა მაგალითებია:  SAP (საწარმოს რესურსების მართვის სისტემა) BI, WMS (სასაწყობე პროგრამა), და სხვა.