კოსმეტიკა

კოსმეტიკა

„დიპლომატ კოსმეტიკსი“ ისრაელში 1987 წლიდან ფუნქციონირებს და დღესდღეობით, მომხმარებლის საჭიროების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, კოსმეტიკით საცალო ვაჭრობის სფეროში, ისრაელის ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. აღნიშნული ბაზრის სეგმენტის 100%-იანი დაფარვის გათვალისწინებით (მათ შორის ”Duty Free”-ის მაღაზიები), ჩვენი რეპუტაცია და გამოცდილება უპრეცედენტოა შემდეგი ძირითადი პარამეტრების თვალსაზრისით:

 

მაღაზიაში პროდუქციის თვალსაჩინოდ განთავსება

ჩვენ, როგორც წარმატების მთავარ ფაქტორს, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მაღაზიაში პროდუქციის ეფექტურ განთავსებას. შესაბამისად, მუდმივად ვაკონტროლებთ თაროზე ჩვენს წილს და ასორტიმენტის განლაგებას და ვმუშაობთ მის გაუმჯობესებაზე სხვადასხვა შესაბამისი ინიციატივის გამოყენებით, რაც, ამავდროულად, ითვალისწინებს კონკრეტული მაღაზიის სპეციფიკას.

 

კონსულტანტები

კონსულტანტი არის ბრენდის წარმომადგენელი და ბრენდის „სახე“. დიპლომატი გამოირჩევა იმითაც, რომ აქვს კონსულტანტების მოსამზადებელი საუკეთესო სასწავლო პროგრამა, რომელიც კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებას ითვალისწინებს.

 

პრომო-გჯუფი (სარეკლამო ჯგუფი)

„დიპლომატ კოსმეტიკს“ ჰყავს ვიზაჟისტებით დაკომპლექტებული პრომო-ჯგუფი (სარეკლამო ჯგუფი), რომლებსაც საკმარისი გამოცდილება აქვთ გაყიდვების სფეროში. აღნიშნული ჯგუფი პასუხისმგებელია პროდუქციის რეკლამირებასთან დაკავშირებული ყოველდღიური ღონისძიებების გატარებაზე და წარმატებული მუშაობისათვის ფართოდ აღიარებულია კლარინსის საერთაშორისო სასწავლო დეპარტამენტის მიერ.

 

მარკეტინგი

ამ წლების განმავლობაში მარკეტინგის განყოფილება განვითარდა და სრულად აკმაყოფილებს ჩვენი ქვეკონტრაქტორების მოთხოვნებს. ამავდროულად, ბაზრის მეტად ათვისების პროცესში, უზრუნველყოფს სტრატეგიულ მხარდაჭერას.