კვების მომსახურებები

კვების მომსახურებები

ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ დამატებით მომსახურებებს კულინარიაში ცოდნისა და ახალი პროდუქტების წარმატებით დანერგვის კუთხით. კარგად ვერკვევით კვების ინდუსტრიაში და აღნიშნულ რთულ და დინამიურ სფეროში გაგვაჩნია ურთიერთობებისა და პროცესების ეფექტურად მართვის ხანგრძლივი გამოცდილება.  

 

კვების მომსახურების ინდუსტრიაში ან სასტუმროს/რესტორნის/ქეითერინგის სექტორში (HoReCa) არსებობს განსაკუთრებული მოთხოვნები პროდუქტის დამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, მიწოდების ვადებისა და სეზონური სპეციფიკის გათვალისწინების თვალსაზრისით. დიპლომატს, ამ მხრივაც, გააჩნია საკმარისი კომპეტენცია და გამოცდილება. ასობით სავაჭრო ობიექტზე წვდომა რთული ვალდებულებაა და განსაკუთრებულ შესაძლებლობებს საჭიროებს ლოგისტიკისა და დისტრიბუციის კუთხით. ასევე, ჩვენგან მოითხოვს თითოეული მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების უნარს  - პრუდუქციის სრულ მიწოდებამდე. 

 

დიპლომატი აბალანსებს HoReCa-ს მომხმარებლების მოთხოვნებს ჩვენს მიერ წარმოდგენილი მომწოდებლების ინტერესებთან და ხელს უწობს ბრენდების ღირებულების გაზრდას.  გაყიდვების ჯგუფები სპეციალურ სწავლებას გადიან როგორც გაყიდვების, ასევე კულინარიული უნარების გაუმჯობესების კუთხით. რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც HoReCa-ს მომხმარებლები, ასევე ჩვენი ბრენდები სარგებლობენ პროფესინალების გამოცდილებითა და მომსახურებით. შედეგად, სტაბილურად იზრდება პროდუქციის პორტფელი, ხოლო ფასი შეესაბამება ხარისხს. გაყიდვების მენეჯერების უმრავლესობა კარგად მომზადებული და კვალიფიციური მზარეულები არიან, რომლებსაც შეუძლიათ მომხმარებლებს კულინარიის სფეროში საკონსულტაციო მომსახურებაც შესთავაზონ. ასევე, გადაამზადონ სამზარეულოს პერსონალი ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროდუქტების კრეატიულად გამოყენებაში. გარდა ამისა, გაყიდვებისა და მარკეტინგის ჯგუფები მუშაობენ იმაზე, რომ ერთი სივრცის ქვეშ ”დამოუკიდებელ ორგანიზაციებად” გააერთიანონ HoReCa-ს დაწესებულებები, სადაც სხვადასხვა ღონისძიებისა და კონკურსის ჩატარების გზით შესაძლებელი იქნება ცოდნისა და იდეების გაზიარება - რაც ბოლო სიახლეების გაცნობასა და ბიზნესის განვითარებას განაპირობებს. აღნიშნული ორგანიზაციები აერთიანებენ კონკრეტულ სამზარეულოებს, პროდუქტების ხაზებს ან დაწესებულებების ტიპებს.