ბაზრის ათვისება

ბაზრის ათვისება

„დიპლომატ ჯორჯია“ 2008 წლის ივლისში დაარსდა და დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით, გაყიდვებისა და დისტრიბუციის (FMCG) წამყვან კომპანიას წარმოადგენს ყოველდღიური მოხმარების პროდუქციისა და კვების პროდუქტების სფეროში. კომპანიას აქვს ორი ფილიალი: ერთი ფილიალი მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში - თბილისში, ხოლო მეორე - დასავლეთში, კერძოდ, სამტრედიაში. კომპანიას გააჩნია ოთხი წარმომადგენლობითი ოფისი და  გადასატვირთი საწყობების (Cross dock) ცენტრები თელავში, გორში, ბათუმსა და ფოთში, რაც ქვეყნის მთელი ტერიტორიის ათვისებას უზრუნველყოფს.

 

მაღაზიაში პროდუქციის განლაგებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული კვალიფიციური და გამოცდილი გაყიდვების ჯგუფის მეშვეობით დიპლომატ ჯორჯია ბაზარზე ლიდერი კომპანიაა, რომელიც ფლობს თაროზე პროდუქციის განთავსების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წილს.

 

დიპლომატ ჯორჯიას ახალი ლოგისტიკური ცენტრი 6,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, მსხვილი და საშუალო ჰიპერმარკეტების ქსელიდან დაწყებული, აფთიაქებითა და პატარა საცალო ვაჭრობის პუნქტებით დამთავრებული. დივერსიფიცირებული კლიენტების კონტინგენტი უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს განვსაზღვროთ ყველა კლიენტის კონკრეტული საჭიროება და შევთავაზოთ მომსახურების ფართო სპექტრი.

 

ჩვენ დავნერგეთ ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს მომხმარებლების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და კვების ინდუსტრიის მნიშვნელოვნად გაფართოებაზე.  განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ორგანიზაციის მართვასა და გაყიდვებს. გაყიდვების სამი არხის - სავაჭრო წარმომადგენელის, მანქანიდან გაყიდვისა და პირდაპირი გაყიდვის მეშვეობით, მარტივად ვაწვდით პროდუქციას ჩვენს კლიენტებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. 

 

პროდუქციის განლაგება მაღაზიაში

ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მაღაზიაში პროდუქციის ხელმისაწვდომობა და სხვადასხვა სარეკლამო თუ ბრენდის ცნობადობის ამაღლებისთვის მიმართული კამპანიებია. კომპანიის მიზანია მომხმარებლებთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების დამყარება და  ასორტიმენტის განთავსება სპეციალური პროგრამების მეშვეობით - პროდუქციის დისტრიბუცია, ფასდადება, თაროზე განთავსება და მერჩენდაიზინგი (DPSM). ამჟამად, პროგრამაში ჩართულია 2,700 მომხმარებელი, რომლებიც მერჩენდაიზინგის და თაროებზე პროდუქციის განთავსების თვალსაზრისით ერთიანდებიან „ოქროს მაღაზიების“ კატეგორიაში. DPSM პროგრამის გარდა, ასევე განხორციელდა დამატებითი პროექტები, როგორიცაა პროდუქციის ვიზუალურად წარმოჩენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ცენტრი, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა პროდუქციის ადგილმდებარეობა. აღნიშნული ცენტრი ასევე უზრუნველყოფს პრომო-აქციებს რეალიზაციის გაზრდის მიზნით. 

 

გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა

IT ინფრასტრუქტურას, ბიზნეს შედეგების მიღწევის თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 2012 წელს, დიპლომატ ჯორჯიამ დანერგა საწყობის მართვის კომპიუტერიზებული სისტემა, რომელიც ხელს უწყობს შიდა და გარე პროცესების ეფექტურად წარმართვას.  საწყობის მართვის კომპიუტერიზებული სისტემით უზრუნველყოფილია მაღალი წარმადობა და რენტაბელობა. ასევე, პროდუქციის აგროვებისა და ინვენტარიზაციის სიზუსტე. მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომია თერმორეგულირებადი საწყობი.