ბაზრის ათვისება

ბაზრის ათვისება

დიპლომატ სამხრეთ აფრიკა 2011 წლის მაისში დაარსდა და მალევე გახდა გაყიდვებისა და დისტრიბუციის ლიდერი კომპანია ადგილობრივ ბაზარზე. ის ითვლება პიონერად ქვეყანაში საუკეთესო მომსახურებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით..

 

კომპანია საქმიანობას აწარმოებს ოთხ ძირითად ადგილას, ესენია: იოჰანესბურგი, ქეიფ თაუნი, დურბანი და პორტ ელიზაბეტი. კომპანიის სათაო ოფისი იოჰანესბურგში მდებარეობს.

 

კომპანიის სავაჭრო აგენტები სატელიტური კავშირის საშუალებით მოიცავენ ისეთ ტერიტორიებს, რომლებიც ფილიალებიდან მოშორებით მდებარეობს. ამგვარი ტერიტორიული დაფარვა შესაძლებლობას გვაძლევს უზრუნველვყოთ საუკეთესო  მომსახურება მოკლე დროში ქვეყნის უმეტეს გეოგრაფიულ არეალში.

 

ჩვენ ვემსახურებით 20,000 მომხმარებელზე მეტს, მათ შორის მე-2 და მე-3 (Tier 2; Tier 3) დონის მომხმარებლებს, საბითუმო/მცირე საცალო ვაჭრობის არხებს, ასევე საბავშვო მაღაზიებს, უნივერმაღებს, აფთიაქებს და HFS-ის არხებს. დისტრიბუციის უნიკალური მოდელით ჩვენ ვფარავთ 52 ქალაქს 160-ზე მეტი დასაქმებულით.

 

დიპლომატ სამხრეთ აფრიკა მთავარ აქცენტს აკეთებს ზემოთ აღნიშული ორი დონის (Tier 2; Tier 3) მომხმარებლის მომსახურებაზე და სთავაზობს მათ საუკეთესო მომსახურებას თავიანთი ბრენდების ადგილობრივ ბაზარზე დისტრიბუციის კუთხით..

 

გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა

IT ინფრასტრუქტურას ბიზნეს შედეგების მიღწევის თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 2013 წლის ივლისში, დიპლომატ სამხრეთ აფრიკამ დანერგა SAP პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საწარმოს მართვის საუკეთესო სისტემას წარმოადგენს მსოფლიოში.  SAP-ის დანერგვა ეფუძნება გაუმჯობესებულ, მომხმარებელის სპეციალურ მოთხოვნებზე ორიენტირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას დიპლომატ ჯგუფისათვის. დიპლომატის საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემები უზრუნველყოფს საწყობის ეფექტურად მართვას, მარშრუტის ოპტიმიზაციას, ბიზნეს-ანალიტიკის ინსტრუმენტებს და სხვა.