ტექნოლოგია

ტექნოლოგია

დიპლომატის საინფორმაციო ტექნოლოგიები ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ძლიერ მხარეს წარმოადგენს და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან პროგრამას, როგორიცაა „ SAP Business Suite“ –  ERP–თვის, WMS–თვის, BI–თვის და ბიზნესის დაგეგმვისათვის; არსებული პროგრამული უზრუნველყოფების საშუალებით ხდება მარშრუტების დაგეგმვა ტერიტორიების მიხედვით, მათი ოპტიმიზაცია სავაჭრო წარმომადგენლებისა და მიწოდების სამსახურისათვის და პროცესის მონიტორინგი და კონტროლი.

 

ყოველთვის დროულად

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას თითოეული შეკვეთა ყოველთვის დროულად მივაწოდოთ მომხმარებლებს, რათა უზრუნველვყოთ პროდუქტიულობა და მომსახურების მაღალი ხარისხი. WMS პროგრამა ხელს უწყობს საწყობის მოქნილად და ეფექტიანად ფუნქციონირებას. პროგრამის საშუალებით ავტომატურ რეჟიმში ხდება პროდუქციის მიღება, დასაწყობება, აგროვება, დატვირთვა და სრულიად ამ პროცესის კონტროლი. ჩვენი სამუშაო პროცესები სრულად აისახება ERP სისტემაში, ხოლო პროდუქციის მიწოდების პროცესის მონიტორინგი ხორციელდება თანამედროვე ვიდეო ტექნოლოგიების საშულებით.

 

მონაცემებზე დაყრდნობით

ჩვენ მხარს ვუჭერთ მენეჯერებს საჭირო დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ვაგროვებთ მონაცემებს და ვაანალიზებთ ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც მხოლოდ წამყვან კომპანიებშია დანერგილი.
ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა (BI) მოიცავს კომპლექსურ ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის შესახებ - წარსულ და მიმდინარე მონაცემებს; იძლევა ბიზნეს პროგნოზების გაკეთებისა და რისკების შეფასების საშუალებას, რაც ხელს უწყობს გადაწყვეტილებების მიღებისას სწორი მიმართულებების განსაზღვრას.

 

სრული გამჭვირვალობა

მომხმარებელთან ურთიერთობაში აქცენტს ვაკეთებთ სრულ გამჭვირვალობაზე. დიპლომატ ჯგუფს აქვს ღია ურთიერთკავშირის პოლიტიკა, რომელიც ორმხრივ სარგებელს ეფუძნება. ჩვენ ყოველთვის ღიად ვთანამშროლობთ ჩვენს პარტნიორებთან და სწრაფად ვრეაგირებთ მათ საჭიროებებზე.