საქმიანობის მასშტაბი

საქმიანობის მასშტაბი

ჩვენი, როგორც მწარმოებელი კომპანიის სახით დაფუძნება აძლიერებს ჩვენს პასუხისმგებლობას მომხმარებლების მიმართ, რაც გვაკისრებს ვალდებულებას  შევთავაზოთ მათ უმაღლესი ხარისხის და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მომსახურება. 

 

ჩვენმა განზრახვამ, რომ აგვეთვისებინა საერთაშორისო ბაზარი განსხვავებული კულტურული მახასიათებლებით, გვიბიძგა სწრაფად მოგვეხერხებინა ადაპტაცია ახალ, დინამიურ საბაზრო პირობებთან. წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობა შესაძლებლობას გვაძლევს გავეცნოთ მსოფლიოში აპრობირებულ საუკეთესო პრაქტიკას და დავნერგოთ ის ჩვენს ბიზნეს ერთეულებში.

 

ჩვენი საქმიანობის ფარგლები და მოცულობა შესაძლებლობას გვაძლევს განვახორციელოთ ინვესტიციები ისეთი პროცესებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და დანერგვაში, როგორიცაა ფართომასშტაბიანი SAP -ის მსგავსი საწარმოს რესურსების მართვის სისტემა. აღნიშნული ცოდნა და გამოცდილება შეგვიძლია გავუზიაროთ სხვა ქვეყნებსაც და ეფექტურად გამოვიყენოთ ჩვენი  შესაძლებლობები ყველგან, სადაც საქმიანობას ვეწევით.