პროცესები

პროცესები

დიპლომატში დანერგილი პროცესები ჩვენი კომპანიის მთავარი სტრუქტურული ელემენტია და ბიზნეს სექტორში ჩვენს ლიდერ პოზიციაზე ყოფნას განაპირობებს. წლების განმავლობაში ჩვენ ვიყავით ნოვატორები ახალი პროცესების დანერგვაში, სტრატეგიული დაგეგმვიდან დაწყებული მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის მართვით დამთავრებული; ვქმნიდით ბიზნეს მოდელებს, რომლებმაც ახალი დატვირთვა შესძინა ლოგისტიკისა და დისტრიბუციის სფეროს.


ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ორგანიზაციულ უპირატესობას და შესაძლებლობებს იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ კომპანიის გამართულად ფუნქციონირებას და დავნერგოთ და გავავრცელოთ კორპორაციული კულტურა ყველგან, სადაც საქმიანობას ვეწევით. ამას ხელს უწყობს Aris Business Architect & Designer-ის სისტემა (მართვისა და კონტროლის საერთო მექანიზმი), რომლის მეშვეობითაც დიპლომატის ყველა ბიზნეს ერთული სარგებლობს, რაც, თვის მხრივ, უზრუნვეყოფს შიდა კონტროლს, უსაფრთხოების მაღალ ხარისხს, კორპორაციულ პასუხისმგებლობასა და რისკების სწორად შეფასებას. 

სტრატეგიული დაგეგმვა იწყება ჯგუფის დონეზე და მოიცავს ყველა ბიზნეს ერთეულს, სამუშაო ჯგუფებს და გრძელდება მანამ, სანამ თითოეული თანამშრომელი მაქსიმალურად არ გაითავისებს ჯგუფის სტრატეგიას. სტრატეგიული დაგეგმვა ითვალისწინებს არა მარტო კონკურენტულ გარემოს, არამედ ასევე, ხელს უწყობს ისეთი პროცესების ამოქმედებას, რომლებიც საჭიროა წარმატების მისაღწევად და მომხმარებლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. აღნიშნული სტრატეგია სამ ძირითად ფაქტორს ეფუძნება:

  • მომხმარებელი „მმართველია“ (the customer is “the boss”);
  • ოპერაციული სრულყოფა;
  • წარმატებული ორგანიზაცია.

 

დიპლომატის კორპორაციული სტრუქტურა უზრუნველყოფს დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კომპანიის ყველა ბიზნეს ერთეულში. სტრატეგიული პროცესები ითვალისწინებს, რომ თითოეულმა ბიზნეს ერთეულმა, ჯგუფმა, დეპარტამენტმა და ინდივიდუალურად თანამშრომელმა შეასრულოს ჯგუფის საერთო სტრატეგია.

 

 

იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლების საჭიროებები და მოთხოვნები მუდმივად იცვლება, ჩვენ ორიენტირებულნი ვართ პროცესების უწყვეტ გაუმჯობესებაზე.

დიპლომატ ჯგუფში დანერგილია მართვის ეფექტური მოდელი, რაც გულისხმობს მთელი რიგი ძირითადი პროცესების უწყვეტ განვითარებასა და გაუმჯობესებას. მაგალითად, საქონლის გადატვირთვისა და დატვირთვის პროცესის გაუმჯობესებამ პროდუქტიულობა 50%-ით გაზარდა. გარდა ამისა, გვჯერა, რომ რაც სარგებელის მომტანია ჩვენთვის, ასევე სასარგებლოა ჩვენი კლიენტებისთვისაც. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვუზიარებთ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებს და ამით ვეხმარებით მათ ბიზნესის ეფექტურად წარმართვაში. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ განვახორციელოთ საერთო პროექტები და ამით გავზარდოთ ჩვენი საქმიანობის ეფექტურობა.
წლების მანძილზე, აღნიშნული პროექტების შედეგად, ჩვენმა პარტნიორებმა შეძლეს ისეთი პროცესებისა და საქმიანობების გაუმჯობესება, როგორებიცაა:

  • S&OP-ის (გაყიდვების და ოპერაციების დაგეგმვის) დანერგვა;
  • სპეციალური ონლაინ სიგნალიზაციის მექანიზმის ამოქმედება თაროებზე მარაგების დეფიციტის პრევენციის მიზნით;
  • საწარმოო ხაზის ეფექტურობის მაჩვენებლები.

 

საქმიანობის ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლების (KPI) დეტალური ჩამონათვალი არის უბრალოდ მაგალითი იმისა, თუ როგორ უზრუნველყოფს დიპლომატი რაციონალური, ეფექტიანი და რენტაბელური ოპერაციების წარმოებას. ინფორმაცია სტატისტიკური გაყიდვების, ოპერაციების, ფინანსების, ადამიანური რესურსების და IT-ის შესახებ ადვილად ხელმისაწვდომია სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორებზე და ონლაინ რეჟიმში.

 ჩვენი ჯგუფი მუდმივად ახორციელებს ხარისხის კომპლექსურ კონტროლს და პერიოდულად აწარმოებს მონიტორინგს მომხმარებლებისა და მომწოდებლების კმაყოფილების კვლევის ჩატარების გზით. აღნიშნული კვლევებით ფასდება სხვადასხვა პარამეტრი, მათ შორის:

  • მიწოდების ხარისხი;
  • მომხმარებელთა საჭიროებებზე რეაგირება;
  • დიპლომატ ჯგუფის იმიჯი;
  • პროფესიონალიზმის დონე;
  • განსაკუთრებულ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე დროულად რეაგირება.