კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობა

დიპლომატი უფლებამოსილია, მართოს მონაცემთა ბაზა და დაამუშავოს და შეინახოს (იმ ვადით, რასაც დიპლომატი მიიჩნევს საჭიროდ) წინამდებარე ვებ-გვერდის ნებისმიერი მომხმარებლის ნებისმიერი მონაცემი (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, პერსონალური საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, როგორებიცაა სახელები და გვარები, მისამართები, ტელეფონის ნომრები, ელ-ფოსტის მისამართები, IP მისამართები და მსგავსი, და სხვადასხვა ტიპის ტექნიკური, ასევე ქუქის მეშვეობით შეგროვილი მონაცემები, როგორებიცაა დომეინი და ვებ-ბრაუზერი, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ოპერატიულ სისტემას და ბრაუზეს იყენებთ, როგორ ახორციელებთ ნავიგაციას ვებ-გვერდზე და მისი მეშვეობით, რამდენ ხანს რჩებით აღნიშნულ ვებ-გვერდზე და სხვა) (შემდგომში ,,პირადი მონაცემები“ და ,,პირადი რეკვიზიტები“), რომელიც მასთან ხვდება წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენების შედეგად და რომლებიც მომხმარებლებმა გადასცეს საკუთარი თავისუფალი ნებით. დიპლომატი იღებს ვალდებულებას, რომ იმდენად, რამდენადაც მას აქვს ასეთი მონაცემთა ბაზა, მისი გამოყენება და მართვის ფორმები ნებისმიერი მიზნებისათვის განხორციელდება დიპლომატის ბიზნეს საქმიანობის ფარლებში და ისრაელის კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად, რომლებიც ვრცელდება აღნიშნულ საკითხზე.

თუ მომხმარებელს არ სურს, რომ მოხდეს მისი პირადი მონაცემების შეგროვება, შენარჩუნება, შენახვა ან დამუშვება ზემოთ აღწერილი ნებისმიერი ფორმით, მან ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად თავი უნდა შეიკავოს პირადი რეკვიზიტების დიპლომატისათვის გადაცემის ან ატვირთვისაგან. თქვენი პირადი მონაცემების გადაცემით ან ატვირთვით თქვენ თანხმობას აცხადებთ შეიზღუდოთ წინამდებარით გათვალისწინებული თითოეული დებულებით და დაიცვათ იგი.

თვრამეტ (18) წელზე უმცროს პირებს არ აქვთ უფლება ატვირთონ პირადი მონაცემები მშობლის ან კანონიერი მეურვის წინასწარი თანხმობის გარეშე.

 

სხვადასხვა

დიპლომატი აკონტროლებს და ამუშავებს წინამდებარე ვებ-გვერდს ისრაელიდან და არ აკეთებს  განცხადებას, რომ წინამდებარე ვებ-გვერდზე წარმოდგენილი მასალები ან მომსახურებები შესაფერისი, ხელსაყრელი ან ხელმისაწვდომია ნებისმიერ ქვეყანაში, ან რომ მათზე წვდომა იქნება შესაძლებელი იმ ტერიტორიებიდან, სადაც მათი შინაარსი ითვლება უკანონოდ ან აკრძალულია. თუ თქვენ გადაწყვეტთ, შეხვიდეთ წინამდებარე ვებ-გვერდზე ისრაელის საზღვრებს გარეთ არსებული წყაროდან, თქვენ უნდა დაიცვათ მოქმედი ადგილობრივი კანონმდებლობა, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ექსპორტის და იმპორტის მარეგულირებელ დებულებებს. წინამდებარე გამოყენების პირობები ექსკლუზიურად რეგულირდება და აგებულია ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად, კანონმდებლობის კონფლიქტის პრინციპების ამოქმედების გარეშე. თელ-ავივ-იაფას უფლებამოსილ სასამართლოებს აქვთ ექსკლუზიური განსჯადობა წინამდებარე გამოყენების პირობებთან დაკავშირებით წარმოშობილ ყველა დავასთან მიმართებაში.

თუ წინამდებარე გამოყენების პირობების რაიმე დებულება არის უკანონო, ბათილი ან არა-აღსრულებადი ნებისმიერი მიზეზის გამო, ასეთი დებულება უნდა აღსრულდეს კანონით მაქსიმალურად ნებადართულ ფარგლებში, ამასთან, წინამდებარე გამოყენების პირობების სხვა დებულებები სრულად დარჩება ძალაში და იმოქმედებს.

დიპლომატის მიერ წინამდებარე გამოყენების პირობების თანახმად მინიჭებული უფლებების აღსრულების ან განხორციელების დაყოვნება ან  აღუსრულებლობა ან განუხორციელებლობა არ წარმოადგენს ასეთ უფლებებზე უარის თქმას.