ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

დიპლომატ ჯგუფის მიზანია დაამყაროს მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების, საერთაშორისო ოპერაციებისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების შეთავაზების გზით. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ისრაელის ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანია საერთაშორისო კომპანიად გვექცია, რომელიც მუდმივად იყენებს კლიენტზე ორიენტირებულ სტრატეგიებსა და პროდუქციის მიწოდების საუკეთესო მეთოდებს. ჩვენთან უზრუნველყოფილია ადამიანური რესურსების განვითარების შესაძლებლობები - კორპორაციული კულტურა დაფუძნებულია ერთიანობის, სოციალური პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებზე. 

 

მთლიანი ჯგუფის საქმიანობა ემყარება უწყვეტი მიწოდების ჯაჭვის მართვისა და ლოგისტიკის მაღალ სტანდარტებს, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია ჩვენ მიერ წარმოდგენილი ექსკლუზიური ბრენდების კრეატიულ მარკეტინგზე. ჩვენ, ყველა ბიზნეს ერთეულის ხელშეწყობის მიზნით, ეფექტურად ვიყენებთ ჯგუფის უპირატესობებსა და შესაძლებლობებს საერთო კორპორაციული კულტურისა და სტანდარტების შესაბამისად. ჯგუფის ყველა ბიზნეს ერთეული მიმართავს კონტროლისა და მართვის საერთო სტილს, რაც უზრუნველყოფს შიდა კონტროლის, უსაფრთხოების, კორპორაციული პასუხისმგებლობისა და რისკების შეფასების მაღალ სტანდარტებს.

 

ჩვენი ჯგუფის მსოფლიო მასშტაბით სწრაფ და წარმატებულ გაფართოებას ხელი შეუწყო Procter & Gamble’s-თან თანამშრომლობამ, რასაც შედეგად მოჰყვა 2008 წელს - საქართველოს, 2010 წელს-სამხრეთ აფრიკის, ხოლო 2011 წელს კვიპროსის ბაზრების ათვისება. ჩვენმა ყველა ბიზნეს ერთეულმა შექმნა მყარი ინფრასტრუქტურა და ჩამოაყალიბა პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც შესაბამისობაშია თითოეული ქვეყნის ბაზრის უნიკალურ სტრუქტურასთან და მოთხოვნებთან. ზემოთ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა ფუნქციონირება დაიწყეს როგორც P&G-ის ოფიციალურმა და ექსკლუზიურმა დისტრიბუტორებმა. თუმცა, ყველა მათგანმა შეძლო წარმატებით გაეფართოებინა საქმიანობა ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის სხვა კატეგორიებშიც.

 

გარდა იმისა, რომ ჩვენი ძირითადი სტრატეგია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევაზე და საქმიანობის ყველა სფეროში სტაბილურ განვითარებაზე, ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ლოგისტიკის, გაყიდვებისა და მარკეტინგის გამართულ ორგანიზაციულ სტრუქტურას და ვფიქრობთ მათი წარმატებულად დანერგვის საუკეთესო მოდელის შექმნაზე.  

 

ზრდის დინამიკა

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ შესაბამის ბრენდებთან მიმართებაში სწორად განვსაზღვრავთ ჩვენს შესაძლებლობებს ყველა იმ ბაზარაზე, სადაც ვსაქმიანობთ. ეს განაპირობებს სამომავლო ზრდას, რაც იმით გამოიხატება, რომ კომპანია აფართოებს საქმიანობის არეალს და წარმოადგენს უფრო მეტ მომწოდებელს ბაზარზე. ჯგუფის უნიკალური და დროში გამოცდილი მოდელი ეფუძნება შეძენილ პრაქტიკას და კომპეტენტურობას, ასევე ბაზრის ახალ სტრუქტურებთან და საჭიროებებთან ადაპტირების უნარს.

 

ჯგუფის სტრუქტურა

დიპლომატი წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც გააჩნია მოქმედი ბიზნეს ერთეულები ისრაელში, საქართველოში, სამხრეთ აფრიკასა და კვიპროსში. ჯგუფის სათაო ოფისი მდებარეობს ისრაელში. დამოუკიდებელი ბიზნეს ერთეულები საქმიანობას ახორციელებენ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ჯგუფის საერთო პოლიტიკის შესაბამისად.

 

Georgia _structure