სოციალური პასუხისმგებლობა

სოციალური პასუხისმგებლობა

საქმიანობის ყველა სფეროში ჩვენ ვისწრაფვით პროეფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტები. ჩვენი ძირითადი სტრატეგია, რაც ახალი არხების დამატებასა და ბაზრის გაფართოებას გულისხმობს, გვაძლევს შესაძლებლობას  ჩვენს მომხმარებელს პროდუქციის ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი კომპანიის პორტფოლიოს გაფართოებაზე სხვადასხვა ქვეყანაში და ამით, ვცდილობთ, პოზიტიური წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი ბიზნეს გარემოს განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. ჩვენ, აქტიურად ვიცავთ დასაქმების თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს და ვცდილობთ, მინიმუმამდე შევამციროთ ქვეკონტრაქტორის შრომითი რესურსები.

 

დიპლომატ ჯგუფს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მასშტაბურ საგანმანათლებლო და ფინანსური დახმარების პროექტებში, როგორიცაა მაგალითად სამხრეთ აფრიკის ეკონომიკის განვითარებაში შავკანიანი მოსახლეობის მონაწილეობის ზრდის პროგრამა (BEE). სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ძირითადი ყურადღება ეთმობა განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

 

ჩვენი ყველა ორგანიზაცია და ოფისი  სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს და იცავს ბუნებრივ რესურსებს. ჩვენ, როგორც ჩვენი საქმიანობის სფეროში წამყვანი კომპანია, მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ გარემოს ხელშეწყობასა და დაცვაში.