მემკვიდრეობა

მემკვიდრეობა

კომპანიის შექმნის ისტორია

დიპლომატ ჯგუფი, როგორც საპარსი პირების მწარმოებელი ქარხანა, 1963 წელს დაარსდა ზემო ნაზარეთის ქალაქ გალილეაში. ქარხნის შექმნის იდეა ამერიკელ ბიზნესმენს, რობერტ მანდელის, ეკუთვნოდა, რომელმაც ვეიმანების ადგილობრივი ოჯახის ხელმძღვანელობით ექსპორტზე გაიტანა ქარხნის წარმადობის 90%. 1968 წელს დაფუძნდა შპს ”დიპლომატ დისტრიბუტორსი”, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ისრაელის ტერიტორიაზე ადგილობრივად წარმოებული საპარსი პირებისა და იმპორტირებული პირადი ჰიგიენის საშუალებების დისტრიბუცია. სანამ საწარმო საბოლოოდ გაიყიდებოდა, მანდელებისა და ვეიმანების ოჯახებმა დიპლომატის საქმიანობა სწრაფად გააფართოვეს და ისრაელში ყოველდღიური მოხმარების პროდუქციისა და კოსმეტიკის ერთ-ერთ წამყვან დისტრიბუტორ კომპანიად აქციეს, რომელიც ოპერირებს ასევე საქართველოში, სამხრეთ აფრიკასა და კვიპროსში.

  

ძირითადი ეტაპები

1963

Bond Razorblades (საპარსი პირები) - გლობალური ქსელი ექსპორტისათვის.

 

1968

აფართოებს ადგილობრივ დისტრიბუციას სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდებით.

 

1987

კლარინსის კანის მოვლის სასაქონლო ნიშნის ექსკლუზიური დისტრიბუტორი, რომელიც ავითარებს ახალ მარკეტინგულ შესაძლებლობებს.

 

1992

ტიერი მუგლერის პარფიუმერიის ხაზის ექსკლუზიური დისტრიბუტორი.

 

1992

არაექსკლუზიური ხელშეკრულება P&G -ის პროდუქციის დისტრიბუციაზე.

 

1994

P&G-ის მთლიანი პორტფოლიოს პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუტორების შერჩევა.

 

2001

დიპლომატ ჯგუფის უნიკალური შესაძლებლობების გამოყენების მიზნით, P&G-ისთვის ადგილობრივი ოფისის დაფუძნება

 

2001

მატერინა - ბავშვთა კვება.

 

2001

”ესტე ლაუდერთან” და ”კლინიკთან” მესამე მხარის ლოგისტიკის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.

 

2005

დისტრიბუციის ხელშეკრულება Star Kist Tuna-თან.

 

2005

დისტრიბუციისა და პროდუქციის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება „ჰაინცისთან“.

 

2007

დიპლომატ ჯგუფში ”ჯილეტის” გაერთიანება.

 

2008

გაფართოება - ”დიპლომატ ჯორჯიას” დაფუძნება.

 

2008

Quaker- Pepsico საქმიანობის დაფუძნება ისრაელში.

 

2009

დისტრიბუციის ხელშეკრულება Kraft Israel-თან.

 

2010

გაფართოება - ”დიპლომატ სამხრეთ აფრიკას” დაფუძნება.

 

2011

გაფართოება - ”დიპლომატ კვიპროსის” დაფუძნება.

 

2011

ნესტლეს პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუცია საქართველოში.

 

2011

Kikkoman /აზიური საკვები -ჰო რე კა.