ვინ ვართ ჩვენ

ვინ ვართ ჩვენ

ჩვენი მიზანია მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილების, საერთაშორისო ოპერაციებისა და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებით.


ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებენ ჩვენი თანამშრომლები და ის ღირებულებები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ. შესაბამისად, ვცდილობთ შევარჩიოთ მაქსიმალურად კვალიფიციური კადრი, რომლებიც იზიარებენ აღნიშნულ ღირებულებებს და იციან, რომ სწორედ ისინი წარმოადგენენ კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვან კაპიტალს.

 

დიპლომატ ჯგუფში შემავალი ყველა კომპანია იზიარებს საერთო ღირებულებებს. ეს ღირებულებებია:

 

პასუხისმგებლობა

ჩვენ ვმუშაობთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, ვავლენთ ლიდერობას, პირად ინიციატივას და სრულ პოტენციალს.

 

პროფესიონალიზმი

ჩვენ ვაღწევთ საუკეთესო შედეგებს საკუთარი უნარების განვითარების, სამუშაო პროცესების და ორგანიზაციული ეფექტურობის უწყვეტი გაუმჯობესების გზით.

 

კეთილსინდისიერება

ჩვენ ვმოქმედებთ კეთილსინდისიერად, გამჭვირვალედ და ურთიერთპატივისცემით, ეთიკური პრინციპების დაცვითა და კანონის შესაბამისად.

 

გუნდური სულისკვეთება

ჩვენი გუნდის ყველა წევრი მიმართულია გამარჯვებისაკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვუზიარებთ ერთმანეთს იდეებსა და ცოდნას, რითიც წვლილი შეგვაქვს როგორც საკუთარი თავის, ასევე კომპანიის უწყვეტ წარმატებაში.

 

სწრაფვა გამარჯვებისაკენ

ჩვენ გულმოდგინედ, მიზანდასახულად და ეფექტურად ვისწრაფვით ჩვენი საქმიანობის სრულყოფისაკენ.

 

ჩვენი ღირებულებები გვიბიძგებს საქმიანობის სრულყოფისაკენ და უწყვეტი განვითარებისაკენ. ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მართვის თანამედროვე მეთოდები უზრუნვეყოფენ ჩვენი საქმიანობის მაღალ სტანდარტებს ხარისხისა და უსაფრთხოების მოთხოვნების სრული დაცვით.

 

დიპლომატში, ჩვენ გვიყვარს გამოწვევები! ამას ადასტურებს კომპანიის სამუშაო გამოცდილება. ჩვენ, მინიმალურ დროში და მცირერიცხოვანი სპეციალური ჯგუფით, დავაფუძნეთ ბიზნეს ერთეულები საქართველოში, სამხრეთ აფრიკასა და კვიპროსში. ამავდროულად, თანამედროვე და პრაქტიკაში გამოცდილი პროცესების საშუალებით დავძლიეთ რისკები.

 

ლოგოები:

Logos _02

ქცევის კოდექსი

დიპლომატ ჯგუფის მიერ წარმართული პროცესები შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და სრულად აკმაყოფილებს მომხმარებლებისა და პარტნიორების საჭიროებებს. ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერებისა და შიდა აუდიტორების ჯგუფის მიერ, ასევე, ბიზნეს ერთეულების მხრიდან, უზრუნვეყოფილია ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმების დაცვა და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პრევენციული ზომების გატარება. კონფიდენციალობა დაცულია ყველა საქმიან ოპერაციაში, ხოლო აუდიტორული დასკვნები და ეთიკური ქცევის სახელმძღვანელოები ხელმისწვდომია მომწოდებლებისათვის, როგორც ჩვენი ”ღია წიგნის” პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.