ბაზრის ათვისება

ბაზრის ათვისება

დიპლომატ კვიპროსმა ფუნქციონირება 2011 წელს დაიწყო; დღესდღეობით, ის ბაზარზე არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული სადისტრიბუციო კომპანიაა. მოკლე პერიოდში, კომპანიამ მაღალი ხარისხის უწყვეტი მიწოდების ჯაჭვის და მრავალფეროვანი მომსახურებების სფეროში გამოცდილი და კვალიფიციური კომპანიის რეპუტაცია მოიპოვა, რამაც, გარკვეულწილად, შეცვალა ადგილობრივი ბაზრის სახე.  

 

ამჟამად, დიპლომატ კვიპროსს 330-ზე მეტი კლიენტი ჰყავს, რაც 400-ზე მეტ საცალო ვაჭრობის ობიექტს მოიცავს. დისტრიბუციის ეფექტური მოდელის გამოყენებით კომპანია პროდუქციას აწვდის ჰიპერმარკეტებს, სუპერმარკეტებს, პატარა სასურსათო მაღაზიებს, მინიმარკეტებს და აფთიაქების ქსელებს. ნებისმიერი კლიენტისათვის პროდუქციის მიწოდება 48 საათის განმავლობაში ხორციელდება.

 

პროდუქციის განლაგება მაღაზიებში

ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მაღაზიაში პროდუქციის ხელმისაწვდომობა და სხვადასხვა სარეკლამო თუ ბრენდის ცნობადობის ამაღლებისთვის მიმართული კამპანიებია. კომპანიის მიზანია მომხმარებლებთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების დამყარება და ასორტიმენტის განთავსება სპეციალური პროგრამების მეშვეობით (DPSM). DPSM (პროდუქციის დისტრიბუცია, ფასდადება, თაროზე განლაგება და მერჩენდაიზინგი) პროგრამის გარდა, ჩვენ განვახროციელეთ სხვა მსგავსი პროექტებიც, რაც მაღაზიაში კიდევ უფრო გააუმჯობესებს პროდუქციის ხელმისაწვდომობას. მაღაზიებში პროდუქციის ეფექტურად განლაგება და მომხმარებელზე ორიენტირებული კვალიფიციური, გამოცდილი გაყიდვების ჯგუფები განაპირობებს დიპლომატ კვიპროსის ლიდერობას ბაზარზე, რომელიც თაროებზე ასორტიმენტის განთავსების ყველაზე მაღალ წილს ფლობს.