მუშაობა დიპლომატში

მუშაობა დიპლომატში

• Work with the best

ჩვენ ვიყვანთ საუკეთესო კადრებს, ვზრუნავთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ვაჯილდოვებთ საუკეთესო თანამშრომლებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე, პროფესიონალიზმზე, კეთილსინდისიერებასა და გამარჯვებისაკენ სწრაფვაზე.
თუ თქვენ გსურთ დასაქმდეთ საუკეთესო კომპანიაში და სრულად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები, დიპლომატი სწორედ ის ადგილია, სადაც ამის საშუალება მოგეცემათ.

 

• Grow your professionalism

თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოდ საცალო ვაჭრობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ და გამართულ სისტემებსა და პროცესებში. იმისათვის, რომ ჩვენ ყოველთვის ლიდერ პოზიციებზე ვიყოთ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების კუთხით, დიდ აქცენტს ვაკეთებთ კრეატიულობასა და ინოვაციაზე. კრეატიულობა დიპლომატში ცხოვრების წესია, რომელსაც აფასებენ და ითხოვენ თითოეული თანამშრომლისაგან.

 

• Young & multi functional environment

დიპლომატ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლებს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს, როგორებიცაა გაყიდვები, მარკეტინგი, ფინანსები, ტექნოლოგია, ლოგისტიკა, ბაზარზე მოთხოვნის დაგეგმვა და დისტრიბუცია. გამომდინარე აქედან, დიპლომატში მუშაობა მულტიფუნქციურ და მულტიკულტურულ გუნდში მუშაობას გულისხმობს, სადაც უზრუნველყოფილია აქტიური და დინამიური სამუშაო გარემო.   

დიპლომატი ძლიერი და სტაბილური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა პროქტერ ენდ გემბელი, კრაფტი, ჰაინცი, ნესტლე და კლარინსის ჯგუფი.

 

• Promote from within

ჩვენ ხელს ვუწყობთ კომპანიაში შიდა კადრების დაწინაურებას და ამ მიზნით მნიშვნელოვან ინვესტიციას ვდებთ ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების პროგრამებში, რაც შესაძლებლობას აძლევს თანამშრომლებს სწრაფად აიმაღლონ პროფესიული დონე და შეიქმნან წარმატებული კარიერა დიპლომატში. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ თემატურ სწავლებასა და ინდივიდუალურ კარიერულ წინსვლაზე. შესაბამისად, ყველა ღონეს მივმართავთ სწორად შევუსაბამოთ საჭირო უნარები და ინდივიდუალური შესაძლებლობები ერთმანეთს და შევიმუშავოთ ეფექტური სასწავლო გეგმები, რათა ხელი შევუწყოთ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.

დიპლომატში არის გარემო, სადაც თქვენ ყოველდღიურად შეხვდებით და თავად გაუმკლავდებით ახალ გამოწვევებს.

 

ვაკანსიები