თანამშრომლების შერჩევის პროცესი

თანამშრომლების შერჩევის პროცესი

ჩვენ ვაფასებთ დიპლომატ ჯგუფში მუშაბით თქვენს დაინტერესებას. 

 

რეზიუმის გაგზავნა

გთხოვთ, გადახედეთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ვაკანსიების ჩამონათვალს და გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტით თქვენთვის საინტერესო პოზიციის გვერდით მითითებული ბმულის გამოყენებით. ამ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გაიგზავნება შესაბამის პირთან და აპლიკაცია დამუშავდება მოკლე ვადაში.

იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ვაკანსიები არ შეესაბამება თქვენს გამოცდილებას და კვალიფიკაციას, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდგომში განხილვისათვის.

 

ტესტირება

რეზიუმეს განხილვის შემდეგ, თუ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება მოთხოვნებს, შერჩევის შემდეგ ეტაპს წარმოადგენს ტესტირება, რომელიც ტარდება ჩვენს ოფისებში. ეს არის ლოგიკური და მათემატიკური ტესტი, რომელიც შედგება 50 კითხვისაგან და რომლის შესრულებისთვის გამოყოფილია 65 წუთი. ტესტის დაწერა შესაძლებელია ებრაულ, არაბულ, ინგლისურ, რუსულ, ბერძნულ, ქართულ, ფრანგულ ან ესპანურ ენებზე. სხვა სპეციალური მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, შეგვატყობინოთ წინასწარ, რათა შევძლოთ თქვენთვის დახმარების გაწევა. გისურვებთ წარმატებებს!

 

გასაუბრება

ინდივიდუალური გასაუბრება შესაძლებლობას გვაძლევს უკეთ გაგიცნოთ და დაგისვათ რამდენიმე შეკითხვა, რაც დაგვეხმარება თქვენი შესაძლებლობების უკეთ განსაზღვრაში.

 

 


 

ვაკანსიები