თანამშრომელთა ისტორიები

თანამშრომელთა ისტორიები

შაი ზანგი

მარკეტინგის მენეჯერი, კვების მომსახურებები

დიპლომატში მუშაობს 2003 წლიდან

ჰყავს მეუღლე და შვილები

 

დიპლომატში კარიერული წინსვლა ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს არის კომპანია, სადაც შესაძლებლობა და ყველანაირი გარემო-პირობები გაქვს დატოვო შენი კვალი.”

 

როდესაც დიპლომატ ისრაელში 2003 წელს მუშაობა დავიწყე, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ კომპანია ასე მოკლე პერიოდში შეძლებდა გაფართოებას და მომსახურების არეალის გაზრდას. ასევე, ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე სწრაფად შევიქმნიდი წარმატებულ კარიერას და გაყიდვების დეპარტამენტიდან ადვილად გადავიდოდი მარკეტინგის დეპარტამენტში. დიპლომატში კარიერული წინსვლა ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს არის კომპანია, სადაც შესაძლებლობა და ყველანაირი პირობები გაქვს გამოავლინო საკუთარი პოტენციალი. კომპანიის მენეჯმენტი არა მარტო უსმენს თითოეულ თანამშრომელს, არამედ მოელის მათგან ინიციატივებს და კრეატიულ ნაბიჯებს.

 

კვების ინდუსტრიაში ყოველი დღე ერთმანეთისაგან განსხვავებულია. დინამიური ბაზარი და სეზონური ცვლილებები კრეატიულობას და ინოვაციურ მიდგომებს მოითხოვს. ამ შემთხვევაში საუკეთესოდ მუშაობს გაყიდვების და მარკეტინგის ინტეგრირებული 360 გრადუსიანი მოდელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მედლის ორივე მხარე დავინახოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მუდმივი სწავლების პროცესში ვართ და თითქმის ყოველთვის ვაღწევთ დასახულ მიზანს.

 

ოფირ სტეინბერგი

ფინანსური განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი, დიპლომატ სამხრეთ აფრიკა

დიპლომატში მუშაობს 2006 წლიდან

ჰყავს მეუღლე და შვილები

 

დიპლომატში მუშაობამ მომცა უსაზღვრო შესაძლებლობები... საერთაშორისო გამოცდილებამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა ჩემი სამუშაო პრაქტიკა.

 

დიპლომატ ისრაელში მუშაობა დავიწყე ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ დამაწინაურეს და გავხდი ეკონომიკის დეპარტამენტის მენეჯერი. იმის მაგივრად, რომ დაკისრებული პასუხისმგებლობის გამო დაბნეულად მეგრძნო თავი, კომპანიის მხრიდან ვიგრძენი დიდი მხარდაჭერა.

 

სამხრეთ აფრიკის შვილობილი კომპანიის დაფუძნებაში მონაწილეობის მიღება განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის. დიპლომატში შესაძლებლობა მომეცა სრულად გამომევლინა ჩემი პოტენციალი. საერთაშორისო გამოცდილებამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა ჩემი სამუშაო პრაქტიკა.

 

გალიტ ჰილელი

გაყიდვების მენეჯერი, დიპლომატ კოსმეტიკსი

Jდიპლომატში მუშაობს 1995 წლიდან

ჰყავს მეუღლე და შვილები

დიპლომატი ჩემი მეორე სახლია. აქ შევიქმენი ჩემი კარიერა და გავატარე ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. დიპლომატში შესანიშნავი სამუშაო გარემოა..”

დიპლომატში მუშაობა 1995 წელს დავიწყე როგორც კოსმეტიკის კონსულტანტმა, როდესაც ჯერ კიდევ კოლეჯის სტუდენტი ვიყავი. ეს იყო ჩემთვის საუკეთესო სამუშაო, რადგან შესაძლებლობა მქონდა მესწავლა და ამავდროულად მემუშავა. წლების შემდეგ, მე კარგად შევისწავლე აღნიშნული სფერო, და გაყიდვებიდან მარკეტინგის განყოფილებაში გადავედი გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების კუთხით, ხოლო მოგვიანებით ისევ დავუბრუნდი გაყიდვების სფეროს და გაყიდვების მენეჯერად ვმუშობდი. მე ვარ მომსწრე, თუ როგორი გავლენა იქონია საერთაშორისო ბრენდებმა ისრაელის ბაზარზე და როგორ გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობა.

 

კომპანია მაქსიმალურად გვიჭერს მხარს და წაგვახალებს, რათა გამოვიჩინოთ ინიციატივები საქმიანობის ყველა დონეზე. ეს არის ის, რაც უნდა იცოდნენ ახალმა კონსულტანტებმა. დიპლომატი არის ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებისათვის საუკეთესო ადგილი. აქ მუდმივად სწავლობ და საკუთარი წვლილი შეგაქვს კომპანიის წარმატებაში. დიპლომატი ჩემი მეორე სახლია. აქ შევიქმენი ჩემი კარიერა და აქ გავატარე ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. დიპლომატში შესანიშნავი სამუშაო გარემოა”

 

ადი ბენოდისი

კლიენტთა მომსახურების მენეჯერი, დიპლომატ ისრაელი

დიპლომატში მუშაობს 2009 წლიდან

ჰყავს მეუღლე და შვილები

 

“გარდა იმისა, რომ ბაზარზე საუკეთესო ბრენდებს წარმოვადგენთ, დიპლომატში არსებული ბიზნეს მიდგომა და ტრენინგები, რომლებიც გავიარე, თავის მხრივ, უკვე საუკეთესო გამოცდილებაა.”

როდესაც გაყიდვების აგენტად დავიწყე მუშაობა, როგორც ახალი კურსდამთავრებული ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი ჩემ პოზიციას - რა პერსპექტივა მექნებოდა? თუმცა, ახლა ვხვდები, რომ არასწორად ვფიქრობდი. რეგიონულ დონეზე, დიდი სუპერმარკეტების ქსელებში მუშაობის შედეგად შევიძინე ფართო გამოცდილება. მეამაყება, რომ ვმუშაობ ისეთ გარემოში, სადაც ჩემი მიღწევები არა მარტო აღიარებულია, არამედ დაფასებულია და გაზიარებულია სხვების მიერ.

 

გარდა იმისა რომ წარმოვადგენთ საუკეთესო ბრენდებს, დიპლომატში არსებული ბიზნეს მიდგომა და ტრენინგები, რომლებიც გავიარე, თავის მხრივ, უკვე საუკეთესო გამოცდილებაა. ბაზარზე დიპლომატი აღიარებული კომპანიაა. ჩვენ არ გვეშინია კონკურენციის, რადგან ვსაუბრობთ ისეთ კომპანიაზე, როგორიც დიპლომატია.

 

დიპლომატში მუშაობა დამეხმარა საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში და მომცა საუკეთესო შესაძლებლობა ვაკეთო ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე. უფრო მეტიც, განსაკუთრებით სასიამოვნოა ისეთ გუნდთან მუშაობა, სადაც მუდმივად ვგრძნობ მხარდაჭერას. ამგვარი მხარდაჭერა შეუფასებელია.

 

პიტერ ტურიანსკი

კოსმეტიკური საშუალებების საწყობის ცვლის მენეჯერი, დიპლომატ ისრაელი

დიპლომატში მუშაობს 2007 წლიდან

ჰყავს მეუღლე და შვილები

 

დიპლომატში ლოგისტიკის სფეროში მუშაობა არასოდეს არ არის მოსაწყენი. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ. გაგვიმართლა, რომ მუშაობა გვიწევს უახლესი ტექნოლოგიებით, რაც სამუშაო პროცესს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის..”

 

ვფიქრობ, რომ დიპლომატში მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრივილეგია არის ის, რომ ყველანაირი საშუალება გეძლევა პროფესიული განვითარებისათვის. მენეჯერები სიამოვნებით გიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და მხარს გიჭერენ პროგრესის მიღწევაში. ეს ძალიან სასიამოვნოა!

 

დიპლომატში, ლოგისტიკის სფეროში მუშაობა არასოდეს არ არის მოსაწყენი. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ. გაგვიმართლა, რომ მუშაობა გვიწევს უახლესი ტექნოლოგიებით, რაც სამუშაო პროცესს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის. კადრების შერჩევის პროცესი შესაძლოა ხანგრძლივი იყოს, თუმცა ღირს ლოდინად.

 

არკადი ელიოკინი

მძღოლ-ექსპედიტორი, დიპლომატ ისრაელი

დიპლომატში მუშაობს 2002 წლიდან

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

 

დიპლომატი სერიოზული კომპანიაა. კომპანია, რომელმაც უბრალოდ იცის რა უნდა აკეთოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო საკმაოდ რთულია, დიპლომატი მუშაობს როგორც გამართული მექანიზმი. ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ ამავდროულად საინტერესოდ და მხიარულად ვატარებთ დროს ერთად..”

 

ვინაიდან, კომპანიაში მძღოლად ვმუშაობ, კარგად ვიცნობ ჩემს მარშრუტს და მომხმარებლებს. შესაბამისად, ისინიც მიცნობენენ. როდესაც მიწევდა მძღოლის შეცვლა ავადმყოფობის გამო ან იმის გამო, რომ უბრალოდ ვენაცვლებოდი, მისი მომხმარებლები ყოველთვის კითხულობდნენ მას და სურდათ დარწმუნებულიყვნენ რომ კარგად იყო. ეს ძალიან სასიამოვნოა!

 

ასევე, ვიცი თუ რას ამბობენ მომხმარებლები სხვა მომწოდებლების შესახებ. ისინი უფრო მეტს ელიან დიპლომატისაგან, რადგან იციან, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და კარგად ვასრულებთ დაკისრებულ მოვალეობებს, რაც სათანადოდ არის დაფასებული, როგორც მომხმარებლების ასევე ჩვენი მენეჯერების მხრიდან.

 

დიპლომატი სერიოზული კომპანიაა. კომპანია, რომელმაც უბრალოდ იცის რა უნდა აკეთოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო საკმაოდ რთულია, კომპანია მუშაობს, როგორც გამართული მექანიზმი. ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ ამავდროულად საინტერესოდ და მხიარულად ვატარებთ დროს ერთად. მე იმდენად კარგად ვგრძნობ აქ თავს, რომ სურვილი არ მაქვს სხვა კომპანიაში ვიმუშაო.