ბაზრის ათვისება

ბაზრის ათვისება

დიპლომატ ისრაელი, ქვეყანაში ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის, მათ შორის ჰიგიენის, საყოფაცხოვრებო და კვების პროდუქტების წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა. 28,000 მ2 ლოგისტიკის ცენტრი ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარეობს.

დიპლომატ ისრაელის ოფისებიც განთავსებულია ამავე ტერიტორიაზე, რაც ლოგისტიკის, გაყიდვებისა და სათაო ოფისის ჯგუფებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს.

 

1968 წლიდან, კომპანია ექსკლუზიურად ახორციელებს მსოფლიო და ადგილობრივი წამყვანი ბრენდების დისტრიბუციასა და ბაზარზე მიწოდებას. კომპანიაში დანერგილია მიწოდების ქსელის მართვის საუკეთესო მეთოდები, რასაც უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური თანამშრომლების გუნდი, უმაღლესი სტანდარტების საინფორმაციო ტექნოლოგიები და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა.

დიპლომატ ისრაელი მუდმივად ცდილობს დახვეწოს და გააუმჯობესოს სამუშაო პროცესები და ამით უზრუნვეყოს მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტურობა.

 

დიპლომატის ბაზრის ათვისების სტრატეგია დაფუძნებულია პირდაპირ და არაპირდაპირ დისტრიბუციაზე და მოიცავს ისრაელის საცალო ვაჭრობის ბაზრის 94%-ს, რაც 3,500-ზე მეტ ობიექტს უტოლდება. ბაზრის ათვისების ეფექტური მოდელის უზრუნველსაყოფად, 80% იფარება პირდაპირი გაყიდვებით, ხოლო დანარჩენი 20%- საბითუმო მოვაჭრეების მიერ. 

 

კომპანიის გაყიდვების, მარკეტინგის, ლოგისტიკისა და მიწოდების განყოფილებებში მომუშავე 1,000-ზე მეტი პროფესიონალი თანამშრომლის მეშვეობით დიპლომატ ისრაელი პროდუქციის გაყიდვას ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სუპერმარკეტების ქსელებში, კერძო მაღაზიებში, აფთიაქებში, მინი სუპერმარკეტებსა და საბითუმო სავაჭრო ობიექტებში. ბაზრის მრავალფეროვანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ჩვენ შევქმენით სურსათისა და არასასურსათო განყოფილებები, ჰორეკას-ს ჯგუფთან ერთად, რომელიც მართავს სასტუმროებისა და რესტორნების სექტორს.

 

პროდუქციის განლაგება მაღაზიებში

ჩვენთვის, „პირველადი აღქმა“ (FMOT) არის მომენტი, როცა მაღაზიაში შემოსულ კლიენტს ხვდება პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი და მას უწევს გადაწყვეტილების მიღება პროდუქტის შეფუთვის, ფასის და ბრენდის საერთო იმიჯის მიხედვით. იმისათვის, რომ ბრენდი იყოს მოთხოვნადი და გაყიდვადი, ჩვენ მკაცრად ვიცავთ DPSM მოდელს - პროდუქციის დისტრიბუცია, ფასდადება, თაროზე განთავსება და მერჩენდაიზინგი. ასევე, მუდმივად ვაკონტროლებთ ასორტიმენტის ხელმისაწვდომობას, ბაზრის ათვისების სტრატეგიას, თაროზე პროდუქციის წილს და ა.შ.

 

ეფექტური საკადრო პოლიტიკა

ჩვენი სავაჭრო წარმომადგენლები, მენეჯერებთან ერთად, ემსახურებიან საცალო მოვაჭრეებსა და სხვადასხვა არხს. მათ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უნიკალური პროფესიული გამოცდილების დანერგვა, რაც მოიცავს ურთიერთსასარგებლო ბიზნეს ურთიერთობებსა და ბრენდის განვითარების ერთობლივად დაგეგმვას. მარკეტინგის მენეჯერები ბაზარზე არსებულ ნოუ-ჰაუს არგებენ ბრენდს და პირიქით, ისრაელის ბაზარზე პროდუქციისა და მომსახურებების საუკეთესო სტრატეგიასა და ტაქტიკას ნერგავენ. ამავდროულად, მაქსიმალურად აფართოებენ მომსახურების არეალს. კომპანიის მარკეტინგის ჯგუფები მომწოდებლებთან ძირითადი საკონტაქტო პირები არიან, რომლებიც ამუშავებენ თითოელ ბრენდს, როგორც მოგების მიღების მთავარ ფაქტორს და ნერგავენ ახალ მარკეტინგულ სტრატეგიებს. ასევე, საზღვრავენ ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის ძირითადი წარმატების ფაქტორებს. აღნიშნული მოიცავს ადგილობრივ სარეკლამო სააგენტოებთან მარკეტინგული საქმიანობების დაგეგმვას და განხორციელებას კონკრეტული ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა

IT ინფრასტრუქტურას, ბიზნეს შედეგების მიღწევის თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და თანამედროვე საკომუნიკაციო აპარატურაში მნიშვნელოვან რესურსებს ვდებთ. გაუმჯობესებული SAP საოპერაციო სისტემით, გაყიდვების ჯგუფების მიერ გამოყენებული პორტატიული კომპიუტერებით (პოკეტებით), უკაბელო ტექნოლოგიებით, საწყობში ხმოვანი ბრძანების საშუალებით აგროვებით და სრულყოფილი სასაწყობე მართვის სისტემით, ვახორციელებთ პროდუქციის შეკვეთას, შენახვასა და დისტრიბუციას მაღალი ხარისხით.