გამოყენების პირობები

გამოყენების პირობები

,,დიპლომატ დისტრიბუტორს ლიმიტედი“ (და/ან ,,დიპლომატ დისტრიბუტორს ლიმიტედის“ ნებისმიერი შვილობილი ან აფილირებული კომპანია, ვისი სახელითაც ის ამუშვებს წინამდებარე ვებ-გვერდს ან განათავსებს მასზე რაიმე სახის მასალას ან უშვებს ან ნებას რთავს ინფორმაციის ნებისმიერ გადაცემას ან ასეთი შვილობილი ან აფილირებული კომპანიების ვებ-გვერდებზე განათავსებს ნებისმიერ ბმულს) (ერთობლივად „დიპლომატი“) ამუშავებს ვებ-გვერდს (,,ვებ-გვერდი“) თქვენი პერსონალური ინფორმაციისთვის. თქვენს მიერ ვებ-გვერდის გამოყენება და/ან მასზე წვდომა ექვემდებარება ქვემოთ მოცემულ პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას (ერთობლივად „გამოყენების პირობები“), ისევე როგორც მოქმედ კანონმდებლობას.  ვებ-გვერდის გამოყენებით და/ან მასზე წვდომით, თქვენ თანხმდებით, დაიცვათ თითოეული გამოყენების პირობა და დაემორჩილოთ მათ ისევე, როგორც მათზე ხელის მოწერის შემთხვევაში.  თუ არ ეთანხმებით რომელიმე გამოყენების პირობას, გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ვებ-გვერდს ან ნუ შეხვალთ ვებ-გვერდზე, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ ვებ-გვერდის გამოყენების უფლება. ვებ-გვერდის შინაარსის ნებისმიერი სახით გამოყენება ან მასზე ბმულის გაკეთება გარდა გამოყენების პირობებში ცალსახად განსაზღვრული შემთხვევებისა, მკაცრად აკრძალულია. ამგვარად, თქვენ აცხადებთ და აძლევთ დიპლომატს გარანტიას, რომ არ გამოიყენებთ ვებ-გვერდს რაიმე უკანონო ან ნებისმიერი სხვა მიზნისათვის, რაც აკრძალულია  გამოყენების პირობებით ან თქვენსა და დიპლომატს ან სხვა აფილირებულ კომპანიას შორის არსებული ნებისმიერი სხვა შეთანხმებით. თქვენ აცნობიერებთ და თანხმდებით, რომ ვებ-გვერდის გამოყენება და ასეთ გამოყენებასთან დაკავშირებით გაგზავნილი ან მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, შესაძლოა არ იყოს დაცული და შესაძლოა აღმოჩნდეს არაავტორიზებული პირების ხელში. დიპლომატი უფლებას იტოვებს, საკუთარი ერთპიროვნული და აბსოლუტური შეხედულებისამებრ, ნებისმიერი მიზეზით ან მიზეზის გარეშე უარი განაცხადოს თქვენს მიერ ვებ-გვერდზე წვდომაზე. 

 

გამოყენების პირობები

დიპლომატი ნებას გრთავთ, გაეცნოთ ვებ-გვერდზე არსებულ მასალებს მხოლოდ თქვენი პირადი, კერძო, არაკომერციული გამოყენების მიზნით და იმ პირობით, რომ თქვენ დაიცავთ საავტორო უფლებებს და საკუთრებასთან დაკავშირებულ სხვა შეტყობინებებს, რომლებიც ასახულია ორიგინალ მასალებში ან/და მათ ასლებში. თქვენ არ გაქვთ უფლება, ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები ნებისმიერი გზით, სახით ან ფორმით დააკოპიროთ, შეცვალოთ, გაუკეთოთ მოდიფიცირება, გაავრცელოთ, წარადგინოთ, განახორციელოთ რეკლამირება, გადასცეთ, გაყიდოთ, გაამრავლოთ ან საჯაროდ განათავსოთ, შეასრულოთ ან გაანაწილოთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ ნებისმიერი საჯარო ან კომერციული მიზნებისათვის.  წინამდებარით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში, თქვენს მიერ ვებ-გვერდის გამოყენების უფლებამოსილება დაუყოვნებლივ და ავტომატურად შეწყდება და თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გაანადგუროთ ამ ვებ-გვერდიდან ჩამოტვირთული ან ამობეჭდილი მასალები.

ვებ-გვერდის გამოყენებისას ყოველთვის უნდა იგულისხმოთ, რომ მასზე ნებისმიერ დროს განთავსებული ნებისმიერი მასალა დაცულია საავტორო უფლებით და არ უნდა იქნეს გამოყენებული დიპლომატის წინასწარი წერილობითი აშკარა თანხმობის გარეშე, თუკი წინამდებარე გამოყენების პირობებში ცალსახადსხვაგვარად არ არის გათვალისწინებული. თქვენ წინამდებარით აცნობიერებთ, რომ ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი მასალის თქვენს მიერ არაავტორიზებულმა გამოყენებამ შესაძლოა დაარღვიოს საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებული უფლებები, კონფიდენციალურობის, საჯაროობისა და კომუნიკაციების შესახებ კანონები და/ან დებულებები, ასევე სხვა კანონები და დებულებები.

დიპლომატი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს და აღნიშნულის შესახებ ყოველგვარი შეტყობინების გარეშე,  საკუთარი ერთპიროვნული და აბსოლუტური შეხედულებისამებრ შეწყვიტოს ან შეაჩეროს ვებ-გვერდის ფუნქციონირება სრულად ან ნაწილობრივ, ან გაასწოროს ან შეცვალოს მისი ხასიათი და შინაარსი. დიპლომატი არ კისრულობს ვალდებულებას, განაახლოს ან განაგრძოს ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსება და იტოვებს უფლებას,  შეიტანოს ცვლილებები და შესწორებები ვებ-გვერდის შინაარსთან, პროდუქტთან, ან მომსახურების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ნებისმიერ დროს, შეტყობინების გარეშე. დიპლომატი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, შეტყობინების გარეშე გადახედოს გამოყენების პირობებს წინამდებარე დოკუმენტის განახლების გზით.  ასეთი განახლების შემდგომ თქვენს მიერ ვებ-გვერდის გამოყენების გაგრძელება წარმოადგენს ამგვარად მოდიფიცირებული გამოყენების პირობების თქვენს მიერ სრულად მიღებას და ის სავალდებულო გახდება თქვენთვის ყველა განზრახვისა და მიზნისათვის. ვებ-გვერდის მუშაობა შესაძლოა შეფერხდეს, შეწყდეს, შეჩერდეს ან დაყოვნდეს, მუდმივად ან დროებით ნებისმიერი მიზეზით. დიპლომატი არ იძლევა გარანტიას, რომ არ შეფერხდება ვებ-გვერდზე წვდომა, ან რომ ვებ-გვერდი თავისუფალი იქნება შეცდომების ან ვირუსებისგან ან რომ ვებ-გვერდი არ იქნება ხელყოფილი მესამე პირების მიერ.

  

ინტელექტუალური საკუთრება

ვებ-გვერდი და მისი შინაარსი, რაც, შეზღუდვის გარეშე მოიცავს მასზე განთავსებული ყველა ტექსტის, მასალის, შესრულების, გრაფიკული დიზაინის, ფაილის, კოდის, სურათის, სასაქონლო ნიშნის და მომსახურების ნიშნის  საავტორო უფლებას (ერთობლივად ,,ინტელექტუალური საკუთრება“) ეკუთვნის დიპლომატს (და/ან მესამე მხარეს, რომელმაც გასცა მისი გამოყენების უფლება) და დაცულია შესაბამისი ეროვნული ან საერთაშორისო კანონმდებლობით და არ უნდა იქნეს გამოყენებული რაიმე სახით დიპლომატის წინასწარი წერილობითი აშკარა თანხმობის გარეშე. თქვენ არ გაქვთ განახორციელოთ ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი სასაქონლო ნიშნის, ლოგოს ან სხა საკუთრების უფლების შემცველი ინფორმაციის (ტექსტის, სურათების, გვერდის სქემის ან ფორმის ჩათვლით) ფრეიმინგი ან ფრეიმინგის მეთოდით გამოიყენოთ აღნიშნული ინფორმაცია დიპლომატის ცალსახა წერილობითი თანხმობის გარეშე. ამ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ უნდა განიმარტოს, როგორც დიპლომატის და/ან მისი აფილირებული კომპანიების ინტელექტუალურ საკუთრებაზე ლიცენზიის ან გამოყენების უფლების (რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ნებისმიერ პატენტს, ინტელექტუალურ საკუთრებას, სავაჭრო სახლებს, სასაქონლო ნიშნებს, საავტორო უფლებებს და სავაჭრო საიდუმლოებას) მინიჭება. ნებისმიერი უფლება, რომლის გამოყენებაც არ არის ცალსახად ნებადართული წინამდებარით, დაცულია. 

 

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ვებ-გვერდი და მასზე განთავსებული ინფორმაცია მოცემულია ,,როგორც არის“ და ,,როგორც ხელმისაწვდომია“ საფუძვლებზე, ნებისმიერი სახის აშკარა თუ ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე, მათ შორის შეზღუდვის გარეშე საკუთრების უფლებასთან ან ნამდვილობასთან ან ნებისმიერი ნაგულისხმევი  სავაჭრო ან კონკრეტული მიზნისათვის შესაფერისობის გარანტიის გარეშე. ვებ-გვერდის და მასზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის რისკს. დიპლომატი არ კისრულობს რაიმე სახის ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას ვებ-გვერდის შინაარსში აღმოჩენილ რაიმე შეცდომასთან ან უზუსტობასთან დაკავშირებით. დიპლომატი არ აკეთებს არანაირ განცხადებას ან არ იძლევა გარანტიას, რომ ვებ-გვერდი იქნება უსაფრთხო ან რომ ვებ-გვერდზე აღმოჩენილი რაიმე შეცდომა, ნაკლი ან ვირუსი იქნება აღმოფხვრილი. დიპლომატი არ იძლევა არანაირ გარანტიას და/ან არ აკეთებს არანაირ განცხადებას აღნიშნული ვებ-გვერდის შინაარსის სიზუსტესთან, სისრულესთან, დაყრდნობადობასთან ან განახლებასთან დაკავშირებით, ასევე არ აკეთებს რაიმე განცხადებას ან არ იძლევა გარანტიას, რომ ვებ-გვერდი დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს ან მოლოდინს.

დიპლომატი, მისი ნებისმიერი შვილობილი კომპანია, აფილირებული კომპანია, თანამდებობის პირი, უფლების მიმნიჭებელი ან მიმწოდებელი არც ერთ შემთხვევაში არ აგებენ პასუხს ნებისმიერი ზიანისათვის, რაც გამოწვეულია ან დაკავშირებულია ამ ვებ-გვერდთან, ან მესამე პირების მიერ ოპერირებად ნებისმიერ ვებ-გვერდთან, ან წინამდებარე ვებ-გვერდზე ან ნებისმიერ სხვა ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან, რაც შუზღუდვის გარეშე მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, შემთხვევით, განზრახ, შედეგობრივ ან სასჯელის სახით მიყენებულ ზიანს, რაც თავის მხრივ შეზრუდვის გარეშე მოიცავს, დაკარგულ მონაცემებს, მიუღებელ მოგებას ან შემოსავლებს, ნებისმიერი დოქტრინიდან, კანონიდან ან სამართლიანობის პრინციპებიდან, კონტრაქტიდან, დელიქტიდან (დაუდევრობის ჩათვლით) ან პასუხისმგებლობის სხვა დოქტრინიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დიპლომატი აცნობიერებს ასეთი ზიანის დადგომის შესაძლებლობას; ასევე არ კისრულობს დიპლომატი რაიმე სახის პასუხისმგებლობას და არ იქნება იგი ვალდებული, აანაზღაუროს რაიმე ზიანი, რაც შესაძლოა მიადგეს  თქვენს კომპიუტერს ან სხვა ქონებას მათ შორის ვირუსების სახით, თქვენს მიერ ვებ-გვერდზე შესვლის, მისი გამოყენების, დათვალიერების ან ვებ-გვერდიდან ნებისმიერი მასალის, ინფორმაციის, ტექსტის, სურათების, ვიდეო ან აუდიო მასალის ჩამოტვირთვის შედეგად.

გებ-გვერდზე მასალა განთავსებულია მხოლოდ ზოგადი ინფორმაციისათვის და არ შეიცავს გაყიდვის შეთავაზებას ან შუამდგომლობას პროდუქციის და/ან მომსახურების შესყიდვის შესახებ, ასევე არ არის იგი განკუთვნილი რჩევის მისაცემად. წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ უნდა განმარტოთ ისეთი პროდუქტის და/ან მომსახურების ან ნებისმიერი პროდუქტის გამოყენების ხელშეწყობად ან რეკლამირებად, რომლის რეკლამირება და/ან ხელშეწყობა არ არის ნებადართული თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის კანონმდებლობის და დებულებების შესაბამისად.

წინამდებარე ვებ-გვერდის შინაარსი შესაძლოა შეიცავდეს ტექნიკურ უზუსტობებს ან ბეჭდვით შეცდომებს. დიპლომატი არ აგებს პასუხს წარმოდგენილი ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით და თქვენ თავად უნდა განსაზღვროთ მისი ვარგისიანობა და სისრულე თქვენს მიერ გამოყენების მიზნებისათვის. წინამდებარე ინფორმაციის მოწოდებით დიპლომატს არ აქვს არც შესაძლებლობა და არც განზრახვა, აკონტროლოს თქვენს მიერ  ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქციის გამოყენების, დამუშავების, შენახვის ან გადაადგილების მეთოდები ან ფორმები. ამ ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტი, პროცესი, მომსახურება ან ტექნოლოგია შესაძლოა წარმოადგენდეს დიპლომატის ან სხვათა ინტელექტუალურ საკუთრებას და წინამდებარით არ ხდება აღნიშნული ინტელექტუალური საკუთრების უფლების მინიჭება (ლიცენზიის გადაცემა). დიპლომატი არ აკეთებს რაიმე აშკარა თუ ნაგულისხმევ განცხადებას ან არ იძლევა გარანტიას, რომ წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის და/ან მასალის ნებისმიერი გამოყენება (ნებადართული თუ არაავტორიზებული) არ დაარღვევს რაიმე ასეთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებას.

დროთა განმავლობაში წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებული ან ბმულით დაკავშირებული ინფორმაცია შესაძლოა აღმოჩნდეს შეუსაბამო და მოძველებული. დიპლომატი არ იქნება რაიმე სახით პასუხისმგებელი ნებისმიერი ისეთი მცდარი წარმოდგენისათვის, რომელიც შესაძლოა შეიქმნას წინამდებარე ვებ-გვერდზე განუახლებელი ინფორმაციის არსებობის შედეგად.  დიპლომატი არ კისრულობს ვალდებულებას, განაახლოს, შეასწოროს ან შეცვალოს ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით. 

 

ანაზღაურება

დიპლომატის პირველი მოთხოვნისთანავე, თქვენ დაიცავთ დიპლომატს, მის აფილირებულ პირებს და მათ დირექტორებს, თანამდებობის პირებს, თანამშრომლებს და აგენტებს ნებისმიერი სარჩელის, მოთხოვნის, ქმედების, ზიანის ან სხვა პასუხისმგებლობისაგან და აუნაზღაურებთ მათ შესაბამის ზიანს, რაც მოიცავს ყველა საზღაურს, ხარჯს და ადვოკატების ანაზღაურებას, რაც წარმოშობილია თქვენს მიერ წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენების შედეგად. დიპლომატი იტოვებს უფლებას, განახორციელოს ექსკლუზიური დაცვა და კონტროლი თქვენს მიერ ანაზღაურებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სხვა საკითხზე, რა შემთხვევაშიც თქვენ ითანამშრომლებთ დიპლომატთან  დაცვის პოზიციის გამოხატვასთან დაკავშირებით. წინამდებარის შეზღუდვის გარეშე, თქვენ აცნობიერებთ, რომ წინამდებარე ვებ-გვერდის ან მისი შინაარსის არაავტორიზებულმა გამოყენებამ ან წინამდებარე გამოყენების პირობების დარღვევამ შესაძლოა მიაყენოს გამოუსწორებელი ზიანი დიპლომატს და ასეთი გამოყენების ან დარღვევის შემთხვევაში, დიპლომატს, კანონის ან სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად დადგენილ ნებისმიერ სხვა სამართლებრივ საშუალებებთან ერთად, ენიჭება უფლება სასამართლოს მიერ გაცემულ აკრძალვაზე. 

მომხმარებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია

ნებისმიერი დოკუმენტი, მასალა, ინფორმაცია (მათ შორის პირადი ინფორმაცია და ავტობიოგრაფია) და ნებისმიერი სხვა კომუნიკაცია (,,მომხმარებლის კომუნიკაციები“), რასაც თქვენ გაგზავნით, გადასცემთ ან განათავსებთ ვებ-გვერდზე ნებისმიერი სახით და ნებისმიერ დროს მიჩნეული იქნება არაკონფიდენციალურ და ინტელექტუალური საკუთრების კუთხით დაუცველ ინფორმაციად. დიპლომატს არ ექნება რაიმე სახის ვალდებულება (კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის ან სხვაგვარი) მომხმარებლის კომუნიკაციებთან დაკავშირებით. დიმპლომატს და მის მიერ დანიშნულ პირებს აქვთ უფლება, კომერციული თუ არაკომერციული მიზნებისათვის განახორციელონ კოპირება, გაამჟღავნონ, გაავრცელონ, შეაერთონ ან სხვაგვარად გამოიყენონ მომხმარებლის კომუნიკაციები და სხვა მონაცემები, სურათები, აუდიო მასალები, ტექსტი და სხვა მასალა, რაც განთავსებულია ვებ-გვერდზე.  თქვენ მკაცრად გეკრძალებათ წინამდებარე ვებ-გვერდის მეშვეობით ნებისმიერი უკანონო, სარეკლამო, მუქარის, ცილისწამების შემცველი, უხამსი, სკანდალური, გამომწვევი, პორნოგრაფიული, ან უშვერი მასალის ან ნებისმიერი ისეთი მასალის გამოქვეყნება გადაცემა, რაც წარმოადგენს ან ხელს უწყობს ისეთი ქმედების განხორციელებას, რაც ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, წარმოშობს სამოქალაქო პასუხისმგებლობას ან სხვაგვარად არღვევს ნებისმიერ კანონს ან დებულებას. დიპლომატს ყოველთვის ექნება უფლება, საკუთარი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ გაამჟღავნოს ნებისმიერი ასეთი ინფორმაციის ან მასალის გამომქვეყნებელი პირის ვინაობა უფლებამოსილი ორგანოების წინაშე. ვებ-გვერდზე ნებისმიერი მომხმარებლის კომუნიკაციების განთავსებამდე ან გადაცემამდე, თქვენ გონივრულობის ფარგლებში უნდა გამოიყენოთ ძალისხმევა ასეთი მომხმარებლის კომუნიკაციებიდან ნებისმიერი ვირუსის და სხვა დამაინფიცირებელი ან საზიანო მახასიათებლების სკანირების და გასუფთავების მიზნებისათვის. თქვენ თანხმობას აცხადებთ, არ განახორციელოთ რაიმე ქმედება დიპლომატის წინააღმდეგ მომხმარებლის კომუნიკაციებთან დაკავშირებით, რომლებიც წარადგინეთ ან წარადგენთ და თქვენ აუნაზღაურებთ დიპლომატს ზიანს იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მესამე მხარე განახორციელებს რაიმე ქმედებას დიპლომატის წინააღმდეგ თქვენს მიერ წარმოდგენილ ან გადაცემულ მომხმარებლის კომუნიკაციებთან დაკავშირებით. 

 

მესამე მხარეთა ვებ-გვერდები

დიპლომატს არ გადაუმოწმებია და არ გადაამოწმებს ვებ-გვერდზე მიბმულ არცერთ სხვა გვერდს და ნებისმიერი სახით არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვებ-გვერდის გარეთ არსებულ გვერდებზე ან ვებ-გვერდზე მიბმული ნებისმიერი სხვა ვებ-გვერდის შინაარსთან დაკავშირებით. თქვენ წინამდებარით აცნობიერებთ, რომ ვებ-გვერდის გარეთ გვერდებზე ან ნებისმიერ სხვა ვებ-გვერდზე ბმულით გადასვლა წარმოადგენს თქვენს რისკს.